ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 46
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2662550
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 ივნისი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლიანა ნიკურაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204507792
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.02.053.001
- მესაკუთრე
- შპს "მთაწმინდა 2006" (204507792)
- ფართობი
- 1 659 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.02.053.001საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1410276
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 3 ივნისი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 18 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 ივნისი, 2016ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1410276 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, პერტიაშვილის ქ. #46-ში მდებარე ტერიოტირაზე (ს/კ #01.15.02.053.001) მშენებლობას და ითხოვთ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის” 2014 წლის 12 ივნისის #22 სხდომის დასკვნის და თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის #1510 განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა #46-ში მდებარე მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი №01.15.02.053.001) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხმა მიიღო დადებითი შეფასება და კოეფიციენტები განისაზღვრა კ1=0.6-ით და კ2=4,4-ით. (სამსახურის წერილი #1333238 02.07.2014წ.) 2014 წლის 30 ივლისის #1393112 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, პერტიაშვილის ქ. #46-ში, #01.15.02.053.001 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 2015 წლის 28 აპრილის #1865469 ბრძანებით ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა, #46-ში, შპს "მთაწმინდა 2006"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.15.02.053.001) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის #2624082 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2015 წლის 29 სექტემბრის #2207028 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მისამართზე შეთანხმდა შპს ,,მთაწმინდა 2006''–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე (#1/1, #2/1, #3/1, #4/1) შენობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. ხოლო აღნიშნული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, სამსახურის 05.05.2016წ. #2566527 ბრძანებით გაიცა ახალი დემონტაჟის ნებართვა. 2016 წლის 08 ივნისს #AR1411545 ელექტრონული განცხადებით სამსახურს მომართა მოქალაქე შოთა საგანელიძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დემონტაჟი ნებართვის ვადის შემცირება, რომლის საფუძველზე სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. (მის: ჟ. შარტავას ქ. #7) თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, რომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით, სამსახურის მიერ 2012-2016 წლებში გაცემული ნებართვები გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 ივნისი, 2016გადაწყვეტილება2662550 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა