OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49ბ , (ნაკვ. 8/6)

AR1413442სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 ივნისი, 2016- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2681894
გადაწყვეტილების თარიღი
29 ივნისი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მარინე აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
445453526

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.008.123
მესაკუთრე
შპს "ალიანსი" (445453526)
ფართობი
5 820 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1413442
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 ივნისი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ივნისი, 2016ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1413442 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. #49ბ-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და ითხოვთ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ 2015 წლის 04 მარტის #1761530 ბრძანებით ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #49ბ-ში, (ნაკვ. 8/6), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.14.07.008.006), შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა მშენებლობის (დემონტაჟის) ნებართვა. 2015 წლის 11 დეკემბრის #2340367 ბრძანებით ქ. თბილისში, გამზირი ილია ჭავჭავაძე ,N 49ბ , (ნაკვ. 8/6), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.07.008.114, 01.14.07.008.113), შეთანხმდა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტი და გაიცა მშენებლობის (დემონტაჟის) ნებართვა. 2016 წლის 04 მაისის # 2575294 გადაწყვეტილებით გაიცა დადასტურება ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი #49ბ (ნაკვ. 8/6), შ.პ.ს. "ალიანსი"-ს და შ.პ.ს. "რეტრო დეველოპმენტი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (008/123) არსებული ღობის დემონტაჟის შესაძლებლობაზე. 2016 წლის 11 მაისის #2588520 გადაწყვეტილებით გაიცა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა, #01.14.07.008.123 საკადასტრო ერთეულზე, #AR1399172 განცხადებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დროებითი სამშენებლო ღობის მოწობასთან დაკავშირებით. “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” 2016 წლის 17 მაისის #25 სხდომის დასკვნის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 20 მაისის #1-841 ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისში, გამზირი ილია ჭავჭავაძე ,N 49ბ-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხს მიეცა დადებითი რეკომენდაცია და არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა: კ2=9.0. (სამსახურის 23.05.2016წ. #2608768 წერილი) 2016 წლის 30 მაისის #2623415 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთისათვის (ს/კ #01.14.07.008.123) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. #49ბ-ში (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ასევე გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2016 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 ივნისი, 2016გადაწყვეტილება2681894 - თანხმობა
  3. 15 ივნისი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა