ქალაქი თბილისი , პეტრე ქავთარაძის ქუჩა N40
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2703016
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 ივლისი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეიმურაზ კლდიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404992228
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.040.124
- მესაკუთრე
- ლიდა ხუციშვილი (P/N: *********30)
- ფართობი
- 600 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.040.124საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1418197
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 ივნისი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 ივლისი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 29.06.2016 წლის #AR1418197 განცხადებით მომართეს შპს ,,ჰუმან ჰაუზი“-ის წარმომადგენელმა თეიმურაზ კლდიაშვილმა, მაგდა ჭუმბაშვილმა და ლიდა ხუციშვილმა და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქავთარაძის ქუჩაზე, #122 საშუალო სკოლის მიმდებარდ, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი #01.14.03.040.124) შეთანხმდა შერეული ფუნქციის შენობის (მუსიკალური სტუდია, საოფისე და კომერციული ფართები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 ივლისიდან 2016 წლის 12 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის +15 ნიშნულის გეგმაზე, ერთ-ერთი ფართი დატანილი იქნა შეცდომით. კერძოდ, +15 ნიშნულის გეგმაზე ,,1-2“ და ,,ა-გ“ ღერძებში მდებარე აივნის ფართი 17.77 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 10.35 კვ.მ. გარდა ამისა დაკონკრეტებული იქნა გეგმებზე კომერციული და საოფისე ფართების განთავსება - იდენტიფიკაცია მიზნით, ტექსტური მითითებით. სამსახურში წარმოდგენილი იქნა დაკორექტირებული გეგმები. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შესწორებული მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. ამასთან, აღნიშნული ცდომილებები დაშვებულია გეგმებზე და გავლენას არ ახდენს ბრძანებაში დაფიქსირებულ ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებზე. დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, განსახილველი განაცხადით, წარმოდგენილი იქნა ობიექტის +15 ნიშნულის გეგმა, გასწორებული ფართების დატანით და მოთხოვნილი იქნა შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლება წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის განმარტების შესაბამისად, სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის +15 ნიშნულის გეგმაზე, ერთ-ერთი მაჩვენებელი დატანილია შეცდომით, ამასთან, განსახილველი განაცხადის მეშვეობით წარმოდგენილი გეგმები შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის გეგმები ჩაანაცვლოს განსახილველი განაცხადით წარმოდგენილი გეგმებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციაში და ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გეგმა -3.30 ნიშნულზე, I სართულის გეგმა 0.00 ნიშნულზე, II სართულის გეგმა 5.10 ნიშნულზე, III სართულის გეგმა 8.40 ნიშნულზე, IV სართულის გეგმა 11.70 ნიშნულზე, V სართულის გეგმა 15.00 ნიშნულზე, VI სართულის გეგმა 18.30 ნიშნულზე - ჩანაცვლდეს 29/06/2016წ. #AR1418197 განაცხადით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/07/2014 წლის #1382616 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 ივლისი, 2016გადაწყვეტილება2703016 - თანხმობა
- 29 ივნისი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi da mindobiloba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა