ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , I და III მ/რ-ებს შორის , (ნაკვ. 1/62)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2726310
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 ივლისი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 22 ოქტომბერი, 2015 – 22 აპრილი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით ხარაბაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405061150
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.062
- მესაკუთრე
- გაიოზ თალაკვაძე (P/N: *********96)
- ფართობი
- 1 008 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.062საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1420234
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 ივლისი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 ივლისი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 07/07/2016 წ. # AR1420234 განცხადებით მომართა შპს „ნიკა“-ს დირექტორმა დავით ხარაბაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად შპს "ემ ენდ ეს" –ს ნაცვლად შპს "ნიკა" -ს მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებით ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი I და III მ/რ-ებს შორის, (ნაკვ. 1/62), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #01.10.06.001.062), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლის 22 აპრილის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ემ ენდ ეს“. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საპროექტო ობიექტის მესაკუთრე და დღეის მდგომარეობით, #01.10.06.001.062 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიკა“ (განაცხადის რეგისტრაციის #N 882015705490, ამონაწერის მომზადების თარიღი: 15/12/2015 წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებაში დამკვეთად შპს "ემ ენდ ეს" –ს ნაცვლად მიუთითოს შპს „ნიკა“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "ემ ენდ ეს" –ს ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიკა“.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 22.10.2015 წ. №2253583 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 ივლისი, 2016გადაწყვეტილება2726310 - თანხმობა
- 7 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- xelshekruleba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა