ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , დიდი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2741889
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 აგვისტო, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით ხუციშვილი
- ორგანიზაცია
- 9836
- დეველოპერი (ს/კ)
- 400121417
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.687
- მესაკუთრე
- შპს "ელიტ დეველოპმენტი" (400121417)
- ფართობი
- 2 499 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.687საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1422936
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ივლისი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 15 ივლისს #AR1422936 განცხადებით მომართა დავით ხუციშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, დიდი დიღომი, შპს ელიტ დეველოპმენტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.72.14.035.687), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 01 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ელიტ დეველოპმენტი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B14065707; მომზადების თარიღი: 26/06/2014 წ.; ს/კ: #400121417) თანახმად, შპს ელიტ დეველოპმენტის დირექტორს წარმოადგენს დავით ხუციშვილი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882014411068, მომზადების თარიღი: 28/10/2014 წ., ს/კ: #01.72.14.035.687) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ელიტ დეველოპმენტი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 2214.8 კვ.მ–ის ნაცვლად 2139.6 კვ.მ–ის, კომერციულ ფართობად 89.1 კვ.მ–ის ნაცვლად 80.2 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 337.0 კვ.მ–ის ნაცვლად 345.3 კვ.მ–ის, სარდაფის ფართობად 526.0 კვ.მ–ის ნაცვლად 518.0 კვ.მ–ის, ხოლო, საერთო ფართობად 3416.5 კვ.მ–ის ნაცვლად 3332.7 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 2139.6 კვ.მ., კომერციულ ფართობად 80.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 345.3 კვ.მ., სარდაფის ფართობად 518.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 3332.7 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის #2684086 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 აგვისტო, 2016გადაწყვეტილება2741889 - თანხმობა
- 15 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- cvlileba sbrzanebashi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა