OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხვამლი , N 8 (ნაკვეთის N 1/8)

AR1423796შეთანხმებული პროექტის ცვლილებასხვა დანიშნულება21 ივლისი, 2016
საერთო ფართობი
2 501,2 მ²
განაშენიანების ფართობი
342,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
515 მ²
სიმაღლე
33,1 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3,4 მ
სამშენებლო მოცულობა
7 467 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2746574
გადაწყვეტილების თარიღი
29 ივლისი, 2016
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი აბაშიძე
დეველოპერი (ს/კ)
204550333

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    გიორგი დარჩიაშვილი
    პირადი ნომერი
    *********66
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    დიმიტრი შაფაქიძე
    პირადი ნომერი
    *********07
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს არქიტექთურის ლაბორატორია #3
    საიდენტიფიკაციო კოდი
    204503661

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.08.001.008
მესაკუთრე
შპს "თუში ქოლექშნ" (405214986)
ფართობი
515 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1423796
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
21 ივლისი, 2016
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 აგვისტო, 2016ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 12 სექტემბერი, 2016
  2. 29 ივლისი, 2016ქალაქის პასუხი

    გაცნობებთ, რომ საკითხის შესწავლისას, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილ იქნა ხარვეზები, კერძოდ: 1. მოთხოვნის ტექსტის შესაბამისად, ითხოვთ არსებული ერთ სართულიანი შენობის დემონტაჟის და წარმოდგენილი პროექტის მშენებლობის ნებართვის გაცემას. თქვენს მიერ შერჩეულია კორექტირებული პროექტის შეთანხმების ნომენკლატურა (მშენებლობის ნებართვის გარეშე), - იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კორექტირებული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, განაცხადი საჭიროა დაარეგისტრიროთ შესაბამის ნომენკლატურაში: შეთანხმებული პროექტის ცვლილება > "პროექტის შეთანხმება"და "მშენებლობის ნებართვა". ამასთან, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დემონტაჟის პროექტი. მხოლოდ კორექტირებული პროექტის შეთანხმების მოთხოვნის შემთხვევაში, დაზუსტდეს მოთხოვნის ტექსტი; 2. გრაფებში "შეთანხმებული პროექტის რეკვიზიტები" და "არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის რეკვიზიტები" მითითებული იქნეს შესაბამისი ბრძანების სწორი რეკვიზიტები: №1463167, 04.09.2014; 3. განმარტებით ბარათში სრულად და ზუსტად იქნეს აღწერილი საპროექტო, მათ შორის კორექტირებით გათვალისწინებული, სამუშაოები. მოთხოვნის ტექსტში აღნიშნულია, რომ "შენობის გარეგნულ იერსახეს, არ განუცდია არავითარი ცვლილება", თუმცა კორექტირების შედეგად იცვლება შენობის ფასადები როგორც შეთახნმებულ, ასევე მოთხოვნის ტექსტში აღნიშნულ AR1202568 განაცხადით წარმოდგენილ პროექტთან შედარებით; 4. გენგეგმაზე და გეგმებზე საპროექტო სასტუმროს შენობის უკან ნაჩვენებია გარკვეული ობიექტიები, - აღნიშნული არ არის აღწერილი განმარტებით ბარათში, გენგეგმაზე არ არის ექსპლიკაცია ან შესაბამისი შენიშვნა და პროექტიდან არ ირკვევა, რა სახის შენობა-ნაგებობების/დანადგარების განთავსებაა დაგეგმილი. ამასთან, უკანა საზღვართან სავარაუდოდ ნაჩვენებია ღობე, თუმცა პროექტში არ არის მითითებული შესაბამისი გაბარიტები და მასალა; 5. წარმოდგენილი იქნეს განაშენიანების სრულყოფილი კროკი; 6. წარმოდგენილია სასტუმროს პროექტი, თუმცა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ არის მითითებული სასტუმროს ნომრების ფართობი; 7. წარმოდგენილი კროკების შესაბამისად, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი შეადგენს 2032.75 კვ.მ-ს (მითითებულია 2023.7); 8. გენგეგმასა და გეგმებზე არ არის დატანილი განაშენიანების რეგულირების ხაზი, რომელიც დაცული უნდა იქნეს კორექტირებულ პროექტში; 9. გეგმების pdf ფაილში არ არის წარმოდგენილი +12.90 ნიშნულზე გეგმის ნახაზი, გამეორებულია +25.50 ნიშნულზე გეგმა, ამასთან გეგმების თანმიმდევრობა არეულია. გაუგებარია შახტების/ღიობების გამოსახულება 0.00 ნიშნულზე გეგმაზე. დამუშავდეს გეგმების ნახაზები, გასუფთავდეს ზედმეტი ხაზებისგან, გრაფიკული ელემენტები გარკვევით იქნეს ნაჩვენები და საჭიროების შემთვევაში გამოტანილი იქნეს შესაბამისი განმარტებები; 10. არ არის წარმოდგენილი სრულფასოვანი ფასადის ნახაზი ა-გ ღერძებში (წარმოდგენილ ნახაზზე არ არის დატანილი საჭირო ნიშნულები, გამოსახულება დაუსრულებელი და გაურკვეველია). წარმოდგენილი იქნსე ხაზში შესრულებული ფასადის ნახაზები ნიშნულების, ღერძების და მასალების ჩვენებით; 11. წარმოდგენილი ფასადის ნახაზები არ შეესაბამება ფოტომონტაჟებს; 12. ა-გ ღერძებში ფასადის მხარეს, +16.00 ნიშნულზე სართულიდან ზევით - მთლიან ფასადზე გათვალისწინებული ღიობები (შემინული ზედაპირი) არღვევს "დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 08.07.2008წ. N1-1/1254 ბრძანების 26-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას (შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე პერპენდიკულარულ დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) 3.0 მ დაშორების შემთხვევაში – 7.5 მ-მდე სიმაღლეზე; ბ) 3.0 მ-დან 10 მ-მდე დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე; გ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე); 13. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების შესაბამისი ფორმით დამოწმებული ოქმი უნდა იყოს შედგენილი და ხელმოწერილი კრების თავმჯდომარის მიერ, ამასთან ოქმში კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობის გარდა გამოკვეთილი უნდა იყოს ამხანაგობის წევრთა საერთო რაოდენობა და დამსწრე წევრთა რა რაოდენობა ეთანხმება გადაწყვეტილებას; აქვე გაცნობებთ, რომ 04.09.2014წ. №1463167 ბრძანებით შეთანხმებული და კორექტირებული პროექტების შედარებიდან ირკვევა, რომ კორქტირება ითვალისწინებს ცვლილებებს შენობის კონსტრუქციულ სისტემაში (იცვლება ღერძებს შორის მანძილები და ა.შ.), ამასთან შესაბამისი საშენებლო სამუშაოები უკვე არის განხორციელებული. გათვალისწინებული იქნეს, რომ მშენებლობის ნებართვის სტადიაზე წარმოსადგენი იქნება შეთანხმებული პროექტის დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი. ამასთან გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ხარვეზების სრულყოფილად გასწორების შემდგომ საკითხი განსახილველად გადაეცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს.

    მეტის ჩვენება
  3. 29 ივლისი, 2016გადაწყვეტილება2746574 - სხვა
  4. 21 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  5. 21 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  6. 21 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  7. 20 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  8. 20 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  9. 20 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა
  10. 18 ივლისი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები4

  • 01.09+gengegma1.dwg
  • Drawing1.dwg
  • naxazi.dwg
  • Drawing1.dwg

სხვა ფაილები16

ყველას ჩვენება (16)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა