მცხეთა , სოფელი ლისი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2764484
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 აგვისტო, 2016
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლაშა დიდიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 202400482
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 72.16.17.355
- მესაკუთრე
- შპს პროკრედიტ ფროფერთის (202400482)
- ფართობი
- 1 501 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1428216
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 1 აგვისტო, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1428216 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #72.13.40.338) გამიჯვნასა და შემდგომში სამშენებლოდ გათავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 8–ის (განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მოცემული და მიმდებარე ტერიტორია გაუნაშენიანებელია, საჭიროა მისი სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციურ ზონებს და მისი განვითარების სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. მითითებული დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ სხდომაზე, რის შემდგომ უკვე შესაძლებელი გახდება კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების საკითხის განხილვა. აღნიშნულის განხორციელების მიზნით თავდაპირველად საჭიროა მომზადდეს ესკიზი და შესაბამისი განაცხადი ატვირთოთ ჩვენი სამსახურის ვებ.გვერდზე, კერძოდ: http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება). აქვე ინფორმაციის გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: #72.13.40.338) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 3 (რზ–3). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს სარეკრეაციო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს; სარეკრეაციო ზონა-3–ში (რზ-3) დასაშვებია განაშენიანების რეგულირების წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები (იხ.დანართი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და გამომდინარე იქიდან, რომ არქიტექტურის სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწისნ ნაკვეთის წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გამიჯვნა, ამ ეტაპზე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 აგვისტო, 2016გადაწყვეტილება2764484 - უარი
- 1 აგვისტო, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა