; ქალაქი თბილისი , გრიშაშვილის, ახუნდოვის და ფირდოუსის ქუჩებს შორის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 135461
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 აპრილი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეიმურაზ ღვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 204520562
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.04.017.011
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. "აბანოთუბანი 2006" (204520562) (204520562)
- ფართობი
- 2 204 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.04.017.011საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR142846
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 20 აპრილი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 აპრილი, 2012ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 07.04.11 წ. 01/1658 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 20.04.12 წელს №არ142846 განცხადებით მომართა თეიმურაზ ღვანიძემ თანაგანმცხადებელ ლეილა ღვანიძესთან ერთად. დაინტერესებული პირების მიერ მოთხოვნილს იქნა ტექნიკური შეცდომის გასწორება 07.04.11 წლის 01/1658 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საზაფხულო ფართის ნაცვლად- 577.77 კვ.მ-სა 577.7კვ.მ მითითება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მოქნე გარემოებები და დაადგინა, რომ 2011 წლის 04 ივლისს ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი კრწანისი), გრიშაშვილის, ახუნდოვის და ფირდოუსის ქუჩებს შორის ი.ბ.ა. „აბანოთუბანი 2006“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე №01/1658 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და №ნ/1748-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. სამსახურში დაცული საარქივო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართი – 5742.60 კვ.მ არ შეადგენს სხვა ფართობების ჯამს. პროექტის ავტორის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათის შესწავლის საფუძველზე ცხადია, რომ 01/1658 ბრძანებაში საზაფხულო ფართი მითითებულია შეცდომით, კერძოდ: საზაფხულო ფართი – 577.77 კვ.მ-ისნაცვლად უნდა იყოს 577.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა 2011 წლის 4 ივლისის №01/1658 ბრძანებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს თეიმურაზ და ლეილა ღვანიძეების 20.04.12 წელს №არ142846 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 04 ივლისს 01/1658 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართი ნაცვლად - 577.77 კვ.მ-ისა მიეთითოს - 577.7 კვ.მ-ს; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 04 ივლისს 01/1658 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 აპრილი, 2012გადაწყვეტილება135461 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა