ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2765031
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 აგვისტო, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ აბზიანიძე
- ორგანიზაცია
- 17680
- დეველოპერი (ს/კ)
- 400070203
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.03.010.021
- მესაკუთრე
- შპს მეგა პლაზა (402006609)
- ფართობი
- 1 007 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.03.010.021საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1428651
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 აგვისტო, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 02 აგვისტოს №AR1428651 განცხადებით მომართა ზურაბ აბზიანიძემ თანაგანმცხადებელ ნინო გველესიანთან ერთად და ამავე სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებით, ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №43-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:№01.13.03.010.021), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, არასწორადაა მითითებული საპროექტო შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. მაჩვენებელები შეცდომითაა დაფიქსირებული ასევე შეთანხმებულ გეგმებზე. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:5009,5; კომერციული ფართობი (კვ.მ).: 3980; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 846,3; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 276,6. ასევე, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს №AR1428651 განაცხადით წარმოდგენილი, შესწორებული გეგმებით. სამსახურმა 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებით შეთანხმებული არიქტექტურული პროექტისა და განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი შესწორებული გეგმები და კომერციული ფართობის, საზაფხულო ფართობისა და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს, ხოლო აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილების შედეგად საერთო ფართის მაჩვენებელი შეადგენს 5102,9 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებაში, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:5102,9; კომერციული ფართობი (კვ.მ).: 3980; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 846,3; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).: 276,6, ხოლო შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს №AR1428651 განაცხადით წარმოდგენილი, შესწორებული გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 ივლისის №2729738 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 აგვისტო, 2016გადაწყვეტილება2765031 - თანხმობა
- 2 აგვისტო, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- beliashvili gegmebis eqsplikaci.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა