ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2761016
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 აგვისტო, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რატი ჩომახიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205090998
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.14.003.137
- მესაკუთრე
- შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
- ფართობი
- 1 801 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.14.003.137საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1428653
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 აგვისტო, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 02 აგვისტოს #AR1428653 განცხადებით მომართეს რატი ჩომახიძემ, მერაბი ბაღათურიამ და თორნიკე აბულაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მისამართის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 23 მაისის #20/394 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მეგობრობის პარკის დასაწყისში შპს „ორთაჭალის ტურფა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 01.11.2005 წ. #21/614 ბრძანებით შეთანხმებული შპს „ორთაჭალის ტურფა“-ს განაშენიანების პროექტის (განაშენიანების რეგულირების გეგმა) საფუძველზე #2, #5, #7 და #9 კორპუსების არქიტექტურული პროექტი. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 12 ივლისს, ზემოაღნიშნულ მისამართზე, გაიცა #ნ/440 მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის მისამართი, კერძოდ: ქ. თბილისი, მეგობრობის პარკის დასაწყისის ნაცვლად მიეთითა ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი #78. სამსახურში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის: #13076/2006, მომზადების თარიღი: 20.03.2006 წ., ს/კ: #01/17/14/3/3 და განცხადების რეგისტრაციის: #13075/2006, მომზადების თარიღი: 20.03.2006 წ., ს/კ: #01/17/14/3/4) ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. თბილისი, მეგობრობის პარკის დასაწყისში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვაში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის მისამართად დაფიქსირდეს – ქ. თბილისი, მეგობრობის პარკის დასაწყისი; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 12 ივლისის #ნ/440 მშენებლობის ნებართვასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 აგვისტო, 2016გადაწყვეტილება2761016 - თანხმობა
- 2 აგვისტო, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- docs ortachalis turfa.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა