ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , N 47
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2773455
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 აგვისტო, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ემზარი მელიქიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 200104831
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.018.043
- მესაკუთრე
- შპს "მშენებელი-2004" (200104831) (200104831)
- ფართობი
- 2 531 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.018.043საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1429689
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 5 აგვისტო, 2016
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც გაცნობებთ შემდეგს: სამსახურს წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით პანდუსის მოწყობა არ მიაჩნია შესაძლებლად. მისი მოწყობა შესაძლებელია განხორციელდეს არსებულ შენობასთან და მის წინ მდებარე კეთილმოწყობასთან მაქსიმალურად მისადაგებული სახით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აიტვირთოს განახლებული ფოტომონტაჟი (ყველა გაბარიტული ზომის მითითებით), და საპროექტო პანდუსის ნახაზები (გეგმა; ჭრილი), სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება შემდეგი: –როცა პანდუსის სიგრძე 8მ–ზე მეტია, მაშინ უნდა მოეწყოს ბაქანი ყოველი 6 მეტრის შემდეგ, სიგრძით 1.50მ. –პანდუსის სიგანე, ერთმხრივი გადაადგილებისსა უნდა იყოს არაუმცირეს 0.90მ, ორმხრივი მოძრაობისას – არაუმცირეს 1.80მ. ფეხით მოსიარულესა და ეტლის მოსარგებლის გვერდით ავლის შესაძლებლობისას პანდუსის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 1.50მ. –მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს 0.90მ, შედგენილი გრძივი ღეროებისგან 0.50მ–ის და 0.70მ–ის სიმაღლეზე. გარდა ამისა: - "განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე" ველში – საკადასტრო ერთეულის დამატებაში, საკადასტრო კოდში მიეთითოს სარეკონსტრუქციო ფართის მთლიანი საკადასტრო კოდი, წილობრივი მონაცემებით ან „ფაილის მიმაგრების“ ველში აიტვირთოს ფართის კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ვინაიდან განცხადების შევსებისას არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საპროექტო ფართის საკადასტრო კოდის წილობრივ მონაცემების შესახებ, გაურკვეველია საპროექტო ფართის მესაკუთრის ვინაობა. გამომდინარე აქედან გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს საპროექტო ფართის მესაკუთრემ, მოსარგებლემ ან მათმა მინდობილმა პირმა (მინდონილობა ატვირთული უნდა იყოს წარმომადგენლის მინდობილობა/რწმუნებულების ველში). - „ფაილის მიმაგრება“-ს ველში ატვირთულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე ზუსტი კონტურის სახით იქნას დატანილი საპროექტო პანდუსი. გაითვალისწინეთ, რომ თუ საპროექტო სამუშაოები ხორციელდება ტერიტორიაზე გამავალი N 01.01.755 მილსადენის არეალში, ასეთ შემთხვევაში წარმოსადგენი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული თანხმობა. - ვინაიდან პანდუსის მოწყობა ხორციელდება თანასაკუთრების მიწის ნაკვეთის საკაადსტრო საზღვრებში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით). `ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. - იმის გათვალისწინებით, რომ საპროექტო სამუშაოები უშუალო შეხებაში მოდის არდაფის ფართის ფასადთან, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ფართის საჯარო რეესტრის ამონაწერი და შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა, წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 აგვისტო, 2016გადაწყვეტილება2773455
- 5 აგვისტო, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა