ქალაქი თბილისი , ქუჩა ვაზისუბანი , N 31
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2811135
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 სექტემბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა მოდრეკილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405038784
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.12.017.009
- მესაკუთრე
- ზაზა სულაძე (P/N: *********18)
- ფართობი
- 543 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.12.017.009საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1434432
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 აგვისტო, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 24 აგვისტოს #AR1434432 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ვაზისუბნის ქ. #31-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.10.12.017.009), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს იმარ - საქართველო. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882015711793; მომზადების თარიღი: 18/12/2015 წ.; საკადასტრო კოდი: #01.10.12.017.009) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს იმარ - საქართველო. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16013430; მომზადების თარიღი: 03/02/2016 წ.; ს/კ: #405038784) თანახმად, შპს იმარ - საქართველოს დირექტორს წარმოადგენს ზვიად იმედაშვილი. 2015 წლის 04 სექტემბრის #AR1339361 განცხადებაზე წარმოდგენილი მინდობილობით ზვიად იმედაშვილმა კობა მოდრეკილაძეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საზაფხულო ფართობად 220.5 კვ.მ–ის ნაცვლად 233.6 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 1403.0 კვ.მ–ის ნაცვლად 1416.1 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს - 233.6 კვ.მ., საერთო ფართობად – 1416.1 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებით შეთანხმებული +3.30 და +16.50 ნიშნულებზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 24 აგვისტოს #AR1434432 განცხადებით წარმოდგენილი +3.30 და +16.50 ნიშნულებზე მდებარე გეგმებით; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 ოქტომბრის #2232767 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2811135 - თანხმობა
- 29 აგვისტო, 2016ქალაქის პასუხი
- 24 აგვისტო, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- vazisunis q.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა