OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , შესახვევი ყიფშიძე , N 15

AR1436395სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 აგვისტო, 2016- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ელენა სააკაძე
ორგანიზაცია
9911
დეველოპერი (ს/კ)
205229965

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.003.093.01.500
მესაკუთრე
შპს "ვიაკონ" (205229965)
ფართობი
457 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1436395
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
31 აგვისტო, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
16 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 31/08/2016 წლის №AR1436395 განაცხადით მომართეს ელენა სააკაძემ და ივლიანე წულაიამ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი–ვაკე, ყიფშიძის შესახვევი, №15, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ნაკვ.№003.093), არსებული შენობის ფასადზე ერთიანი ესკიზის ფოტომონტაჟის საფუძველზე, შ.პ.ს. „ვიაკონისთვის“ ინდივიდუალურად კონდენციონერის მოწყობის შესაძლებლობა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა კონდიციონერის მოწყობის შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში მითითებულია ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებზე. წინამდებარე განმცხადებით მოთხოვნილია ტექნიკური შეცდომის გასწორება და გადაწყვეტილებიდან აღნიშნული ნაწილის ამოღება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილებაში, კერძოდ, გადაწყვეტილების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: „გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.“ სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30/08/2016 წლის №2807640 გადაწყვეტილებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა