ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N 005/055)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2856240
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 ოქტომბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნანა შუბითიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400124682
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.01.005.097
- მესაკუთრე
- შპს "Green Wall Development" (404880296)
- ფართობი
- 1 435 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.01.005.097საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1438527
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 სექტემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 08.09.2016 წლის #AR1438527 განცხადებით მომართა ნანა შუბითიძემ და მოითხოვა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებით შეთანხმდა შეთანხმდა: ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. №64-ში (ნაკვეთი №005/055), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.12.01.005.097), მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, სავაჭრო, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 05 სექტემბრიდან 2018 წლის 05 მარტის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი უთითებს, რომ შეთანხმებულ 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანების ტექნიკური–ეკონომიკურ მაჩვენებლებში და შეთანხემბული გეგმების +27.30 ნიშნულზე, ბინა #29-ის საზაფხულო ფართის ჩანაწერში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომები. კერძოდ, უთითებს რომ +27.30 სართულის გეგმაზე, ბინა #29-ს საზაფხულო ფართი მითითებულია 6.3 კვ.მ, ხოლო უნდა ეწეროს 4.1 კვ.მ. შესაბამისად, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც უნდა მოხდეს ხარვეზის გასწორება და საზაფხულო ფართობი ნაცვლად 533.0 კვ.მ-სა უნდა ჩაიწეროს 530.9, ხოლო საერთო ფართობი - 7930.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7928.4 კვ.მ. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი გეგმებიც. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მაჩვენებლები და გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -5.60, -2.80, +24.00, +27.30, +30.60, +33.90, +37.20 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს 08.09.2016 წლის #AR1438527 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით, ასევე ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართი - 530.9 კვ.მ. საერთო ფართი - 7928.4 კვ.მ. სხვა მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.09.2016 წლის #2815101 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2856240 - თანხმობა
- 14 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი
- 14 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
- 14 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
- 8 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა