OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43

AR1438762სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 სექტემბერი, 2016- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2834042
გადაწყვეტილების თარიღი
14 სექტემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ აბზიანიძე
ორგანიზაცია
17680
დეველოპერი (ს/კ)
400070203

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.03.010.021
მესაკუთრე
შპს მეგა პლაზა (402006609)
ფართობი
1 007 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1438762
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 სექტემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 08/09/2016წ. №AR1438762 განაცხადით მომართეს ზურაბ აბზიანიძემ და ნინო გველესიანმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანებით ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N43, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.13.03.010.021) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 22/07/2016 წლიდან 22/05/2018 წლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 22/07/2016წ. №2729738 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საზაფხულო ფართობის მაჩვენებელი დაფიქსირებულია არასწორად, რაც შესაბამისად იწვევს საერთო ფართობის მაჩვენებლის ცვლილებასაც. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:752,9; საერთო ფართობი (კვ.მ).:5009,5; სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:752,9; საერთო ფართობი (კვ.მ).:5009,5; სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22/07/2016წ. №2729738 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 14 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2834042 - თანხმობა
  3. 8 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა