OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , მიხეილ ჭიაურელის ქუჩა N9

AR1439074სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 სექტემბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2842021
გადაწყვეტილების თარიღი
29 სექტემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ავალიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404983791

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.01.018.119
მესაკუთრე
ანზორ აბრალავა (P/N: *********26)
ფართობი
1 200 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1439074
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 სექტემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 09/09/2016წ. №AR1439074 განაცხადით მომართეს გიორგი ავალიშვილმა და ჯამათა ჩარკვიანმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებით ქ. თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქ. №9-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.13.01.018.119) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 18 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 17/03/2016წ. №2488700 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საცხოვრებელი, საოფისე და საერთო ფართობების მაჩვენებლები დაფიქსირებულია არასწორად. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და საპროექტო გეგმები. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:2958,47; საოფისე ფართობი (კვ.მ).:893,87; საერთო ფართობი (კვ.მ).:5686,10; სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ასევე, შეთანხმებული საპროექტო გეგმები, გარდა სახურავის საპროექტო გეგმისა, ჩაანაცვლოს განმცხადებლის მიერ 09/09/2016წ. №AR1439074 განაცხადით წარმოდგენილი საპროექტო გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:2958,47; საოფისე ფართობი (კვ.მ).:893,87; საერთო ფართობი (კვ.მ).:5686,10; ასევე 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო გეგმები, გარდა სახურავის საპროექტო გეგმისა ჩანაცვლდეს განმცხადებლის მიერ 09/09/2016წ. №AR1439074 განაცხადით წარმოდგენილი საპროექტო გეგმებით. სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 17/03/2016წ. №2488700 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2842021 - თანხმობა
  3. 9 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა