OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 25 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 27

AR1439075სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 სექტემბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2838960
გადაწყვეტილების თარიღი
16 სექტემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
23 ივნისი, 2015 – 23 ივნისი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ანზორ სხირტლაძე
დეველოპერი (ს/კ)
404897741

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.12.038.031
მესაკუთრე
ნანა კვარაცხელია (P/N: *********61)
ფართობი
907 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1439075
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 სექტემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 09/09/2016წ. №AR1439075 განაცხადით მომართა შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1-ის“ დირექტორმა ანზორ სხირტლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებით ქ. თბილისში, ონიაშვილის ქ. №25-ში / ქ. თბილისში, ონიაშვილის ქ. №27-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.10.12.038.031) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - №1925162 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ი.მ.ა „მედიპა.“ წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1-ის“ დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. დღეისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882016225491; მომზ. თარიღ: 13/04/2016 15:09:56) მიხედვით, ქ. თბილისი, ქუჩა ონიაშვილი №25 / ქ. თბილისი, ქუჩა ონიაშვილი №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: N01.10.12.038.031) მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1“ (ს/კ.: 404897741). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, (განაცხ.№B16081010, მომზ. თარიღ: 23/05/2016 16:48:50) შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1-ის“ ხელმძღვანელობა / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი არის ანზორ სხირტლაძე. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1-ის“ საკუთრებას, რომლის ხელმძღვანელობა / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად ი.მ.ა. „მედიპას“ ნაცვლად შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1-ის“ დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებაში და დამკვეთად ი.მ.ა „მედიპას“ ნაცვლად დაფიქსირდეს შ.პ.ს. „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ 1“ (ს/კ.: 404897741). სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23/06/2015წ. №1925162 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2838960 - თანხმობა
  3. 9 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა