ქალაქი თბილისი , მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარე ტერიტორია
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2846484
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 სექტემბერი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ რობაქიძე
- ორგანიზაცია
- 38845
- დეველოპერი (ს/კ)
- 209456104
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.016.030
- მესაკუთრე
- შპს "კარიბჭე" (209456104) (209456104)
- ფართობი
- 1 423 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.016.030საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1440006
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 13 სექტემბერი, 2016
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ამჟამად წარმოდგენილი ფოტომონტაჟით დგინდება, რომ გვერდითა ფასადზე ვიტრინების მოწყობა ნაწილობრივ ხორციელდება გვერდითა ფართზეც. ასევე ვიტრინები ეწყობა წინ გამოწევით (ფართის მატებით) რაც დაუშვებელია. შესაძლებელია ვიტრინები მოეწყოს უშუალოდ თქვენი ფართის ფასადზე წინ გადმოწევის და ფართის მატების გარეშე. საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი: - ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომების და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. შესაბამისად წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. ასევე ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ", თავი II, მუხლი 4, პ. 2-ის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზემოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. - ფართის არსებული და საპროექტო გეგმები და ჭრილები. - ვინაიდან შესავლელის ერთი საფეხური ეწყობა საკადასტრო საზღვრების გარეთ, ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა საფეხურის მოწყობის თაობაზე. - საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 11–ე მუხლის თანახმად , იმ შემთხვევაში როდესაც იჯარის ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და ხელშეკრულება დადებულია 1 წელზე მეტი ვადით, ამ ხელშკრულებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2846484
- 13 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა