ქალაქი თბილისი , მოედანი 26 მაისის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2844744
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 სექტემბერი, 2016
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ აბზიანიძე
- ორგანიზაცია
- 17680
- დეველოპერი (ს/კ)
- 404881507
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.030.085
- მესაკუთრე
- შპს "მათა+" (404881507)
- ფართობი
- 430 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.030.085საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1440463
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 14 სექტემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 სექტემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1440463 განცხადებას, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #01.10.13.030.085) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.10.13.030.085) მიწათსარგებლობის გენერალური გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით ვრცელდება საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) და მცირედზე საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიან ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2–ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის (იხ.დანართი). ხოლო, საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (მათ შორის გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1 (სსზ–1)–ში შესაძლებელია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული თითოეული სახეობის არსებობა არა უმეტეს შენობის საერთო ფართობის 60%-ის (იხ.დანართი). მოცემული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.10.13.030.085) ვერ აკმაყოფილებს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით სამშენებლო მიწის ნაკვეთისთვის დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს (იხ.დანართი). დამატებით გაცნობებთ, რომ შესაძლებელია არსებული შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქცია მხოლოდ არსებულ გაბარიტებში, იერსახის მოწესრიგების მიზნით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 სექტემბერი, 2016გადაწყვეტილება2844744 - უარი
- 14 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა