OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ბაგები , წყნეთის გზატკეცილი I გასასვლელი, N 1 / ქალაქი თბილისი , წყნეთის გზატკეცილი N19

AR1442402სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება20 სექტემბერი, 2016- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2866018
გადაწყვეტილების თარიღი
11 ოქტომბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკა მერაბიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405064371

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.07.004.058
მესაკუთრე
შპს ენ გრუპი (405064371)
ფართობი
976 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1442402
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
20 სექტემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2866018 - თანხმობა
  2. 11 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 20/09/2016წ. №AR1442402 განაცხადით მომართეს ნიკა მერაბიშვილმა, ლევან შელიამ და გიორგი მერაბიშვილმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანებით ქ. თბილისში, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი I გასასვლელი, №1 / ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №19, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.14.07.004.058) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე) არქიტექტურული პროექტი. შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე ამავე სამსახურის 13/09/2016წ. №2830735 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 13 სექტემბრიდან 2017 წლის 13 ივლისის ჩათვლით. განმცხადებელთა განმარტებით, სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ავტოსადგომის, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოსა და საცხოვრებელი ფართობები ფიქსირდება არასწორად, რაც შესაბამისად, იწვევს საერთო ფართობის მაჩვენებლის ცვლილებასაც. წინამდებარე განაცხადით განმცხადებლებმა წარმოადგინეს გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მოითხოვეს გასწორდეს სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომა და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:964.6; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:908.90; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:383.70; საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3305.3; საერთო ფართობი (კვ.მ).: 6116.90; სამსახურმა განმცხადებელთა მოთხოვნისა და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებელთა მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:964.6; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:908.90; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:383.70; საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3305.3; საერთო ფართობი (კვ.მ).: 6116.90; სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2807253 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 20 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა