ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , (ყოფ. კრონშტანტის) , N 69
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2876506
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 ოქტომბერი, 2016
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამარ უმანკოშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404962634
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.016.040.01.501
- მესაკუთრე
- შპს "ბესტი ჯგუფი" (404962634)
- ფართობი
- 79 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.016.040.01.501საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1445392
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 30 სექტემბერი, 2016
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას საკითხის სრულყოფილად განხილვისა. იმისათვის, რომ სამსახურმა იმჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი: - „არსებული სიტუაციის ფოტოსურათები“-ს ველში დამატებით აიტვირთოს შედარებით შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოსურათები. - „ფაილის მიმაგრება“-ს ველში აიტვირთოს მიწის ნაკვთის საკადასტრო გეგმა, საპროექტო სარეკლამო კონსტრუქციის და მოსაპირკეთებელი ტერიტორიის კონტურის დატანით და გაბარიტული ზომების მითითებით. - ვინაიდან საპროექტო დავალებით ასევე გათვალისწინებულია კონდენციონერის განთავსება, საჭიროა აღნიშნულტან დაკავშირებით ინფორმაცია დაფიქსირდეს მოთხოვნის ტქესტურ ნაწილში. გაითვალისწინეთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების თანახმად, სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ- მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მოხდეს საპროექტო კონდენციონერის შეფუთვა/შენიღბვა შენობასთან მისადაგებული დეკორატიული ელემენტებით და შესაბამისად ატვირთულ იქნას განახლებული ფოტომონტაჟი (გაბარიტული ზომებისა და მასალების მითითებით). - ვინაიდან სარეკონსტრუქციო ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ბესტი ჯგუფი“, საჭიროა „არსებობის შემთხვევაში წარმომადგენელის მინდობილობა/რწმუნებულება“-ს ველში აიტვირთოს აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორის, მალხაზ კოხრეიძის მიერ თქვენ სახელზე გაცემული მინდობილობა. ასევე შესაძლებელია აღნიშნული პიროვნება დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. - გარდა ამისა, ვინაიდან ტერიტორიის მოპირკეთება და სარეკლამო კონსტრუქციის განთავსება დაგეგმილია მიწის ნაკვთის საკადასტრო საზღვრებში, საჭიროა წარმოადგინოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით. `ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2876506 - სხვა
- 30 სექტემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ცაგარელის 69 ფასადი.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- IMG_2057.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა