ქალაქი თბილისი , ქუჩა ფასანაური , N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2875146
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ოქტომბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირინა კერესელიძე
- ორგანიზაცია
- 4951
- დეველოპერი (ს/კ)
- 204565005
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.03.008.014
- მესაკუთრე
- შპს "არგო კონსტრაქშენი" (204565005)
- ფართობი
- 427 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.03.008.014საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1446580
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ოქტომბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 05/10/2016წ. №AR1446580 განაცხადით მომართა ირინა კერესელიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 30/07/2015წ. №2039249 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), ფასანაურის ქ. №15–ში, შ.პ.ს. „არგო კონსტრქშენის“ საკუთრების მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 ივლისიდან 2016 წლის 31 თებერვლის ჩათვლით. ამავე სამსახურის 22/01/2016წ. №2386401 ბრძანებით, ასევე 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებით მშენებლობის ნებართვის ვადის ნაწილში შევიდა ცვლილება სამსახურის 30/07/2015წ. №2039249 ბრძანებაში. სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებით ჩანაწერი „ნებართვა ძალაშია 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით“ შეიცვალა „ნებართვა ძალაშია 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით“. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომაა და მშენებლობის ვადა ნაცვლად 2017 წლის 1 მაისისა გაგრძელებულია 2016 წლის 1 მაისის ჩათვლით. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის, მათ შორის მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის №2039249 ბრძანებაში, კერძოდ, „ნებართვა ძალაშია 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით" შეიცვალოს „ნებართვა ძალაშია 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით“; 2. სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04/10/2016წ. №2862972 გადაწყვეტილებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2875146 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა