OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , N 79

AR1447035სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ოქტომბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2899471
გადაწყვეტილების თარიღი
21 ოქტომბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ღამბაშიძე
დეველოპერი (ს/კ)
406130618

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.04.001.094
მესაკუთრე
ანდრო ანთიძე (P/N: *********23) (P/N: *********23)
ფართობი
1 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1447035
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 ოქტომბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 12/10/2016წ. AR1447035 განაცხადით მომართა გიორგი ღამბაშიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანებით, შეთანხმდა: ქ. თბილისში, ქუჩა ჩარგალი, №79, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.12.04.001.094), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანებაში ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, წარმოდგენილ გეგმებსა და განსაზღვრულ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის არის შეუსაბამობა რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, კერძოდ: საცხოვრებელი ფართობის 2576.7 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 2603 კვ.მ, საზაფხულო ფართობის 885.7 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 871.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის 371.8 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 379.1 კვ.მ, დამხმარე ფართობის 7.3 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 7.2 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 577.9 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 570.4 კვ.მ, საერთო ფართობის 4419.4 კვ.მ ნაცვლად უნდა იყოს 4431.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გიორგი ღამბაშიძის 12/10/2016წ. AR1447035 განცხადება; 2.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელი ფართობი დაფიქსირდეს 2603 კვ.მ, საზაფხულო ფართობი დაფიქსირდეს 871.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი დაფიქსირდეს 379.1 კვ.მ, დამხმარე ფართობი დაფიქსირდეს 7.2 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი დაფიქსირდეს 570.4 კვ.მ, საერთო ფართობი დაფიქსირდეს 4431.5 კვ.მ; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.09.2016წ. №2819485 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2899471 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა