OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა შანდორ პეტეფის , N 27 , (ნაკვ. 5/14) ; ქალაქი თბილისი , ქუჩა შანდორ პეტეფის , N27-ის მიმდებარედ

AR1447491სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 ოქტომბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2895567
გადაწყვეტილების თარიღი
1 ნოემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ აბზიანიძე
ორგანიზაცია
17680
დეველოპერი (ს/კ)
405059886

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.10.005.063
მესაკუთრე
შპს "ვაზისუბანი 15" (405059886)
ფართობი
1 500 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1447491
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 ოქტომბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
25 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 ნოემბერი, 2016გადაწყვეტილება2895567 - თანხმობა
  2. 1 ნოემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 07/10/2016 წ. №AR1447491 განცხადებით მომართა ზურაბ აბზიანიძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებაში დაშვებული ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებით, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქ.N27–ში, (ნაკვ. 5/14)–ში, შპს "ვაზისუბანი 15"–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.№01.17.10.005.063) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 27 სექტემბრიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა ავტოსადგომის ფართობის მაჩვენებელი, კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 1608.39 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 1802.9 კვ.მ.–ს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა შესწორებული გეგმა ±0.00 ნიშნულზე. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებელი და წარმოდგენილი გეგმა ±0.00 ნიშნულზე შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. ამასთან, ავტოსადგომის ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ცვლილებამ, გამოიწვია ბრძანებაში დაფიქსირებული საერთო ფართობის მაჩვენებლის შეცვლა, რომელიც 12994.0 კვ.მ.–ს ნაცვლად შეადგენს 13188.51 კვ.მ.–ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკურ–ეკონომიკური ხარვეზების გასწორების თაობაზე და 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმის ±0.00 ნიშნულზე ჩანაცვლება 07/10/2016 წ. #AR1447491 განცხადებით წარმოდგენილი ±0.00 ნიშნულის გეგმით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 13188.51 კვ.მ. და ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1802.9 კვ.მ. სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებაში მითითებული დანარჩენი ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებით შეთანხმებული გეგმა ±0.00 ნიშნულზე ჩანაცვლდეს 07/10/2016 წ. # AR1447491 განცხადებით წარმოდგენილი ±0.00 ნიშნულის გეგმით. სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებით შეთანხმებული დანარჩენი გეგმები დარჩეს უცვლელი; წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 26.09.2016 წ. №2857435 ბრძანებასთან ერთად; ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას N7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 7 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა