OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 3 , I მ/რ / ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი-3 , მიკრო/რაიონი I , ქუჩა სუხიშვილი , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი-3 , მიკრო/რაიონი I , სუხიშვილის ქუჩაზე / ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი-3 , მიკრო/რაიონი I , ქუჩა სუხიშვილი

AR1448018შეთანხმებული პროექტის ცვლილებასხვა დანიშნულება13 ოქტომბერი, 2016- ვარკეთილი
საერთო ფართობი
9 645,4 მ²
განაშენიანების ფართობი
539,4 მ²
საცხოვრებელი ფართობი
6 684,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
1 087 მ²
სიმაღლე
54 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
5,4 მ
სამშენებლო მოცულობა
33 360 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2910960
გადაწყვეტილების თარიღი
1 ნოემბერი, 2016
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერი გელაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406126133

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ვლადიმერ გელაშვილი
    პირადი ნომერი
    *********90
    ორგანიზაცია
    შპს "ვი.ვი.ენ კომპანი"
    საიდენტიფიკაციო კოდი
    406126133
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    დიანა რეხვიაშვილი
    პირადი ნომერი
    *********54
    ორგანიზაცია
    შპს "იმედი R "
    საიდენტიფიკაციო კოდი
    200246386
  • სპეციალისტიკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
    სახელი
    დიანა რეხვიაშვილი
  • სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
    სახელი
    იოსებ მეტრეველი
  • სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
    სახელი
    ინდიკო სანაია

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.39.029.102
მესაკუთრე
შპს ვი.ვი.ენ კომპანი (406126133)
ფართობი
297 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1448018
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
13 ოქტომბერი, 2016
სახეობა
შეთანხმებული პროექტის ცვლილება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 ნოემბერი, 2016ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 16 დეკემბერი, 2016
  2. 1 ნოემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზედ თანდართული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: 1. ვინაიდან შეიცვალა საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაცია, ფართობი და საკადასტრო კოდი, საჭიროა პირველ რიგში შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საკითხი დააყენოთ კოეფიციენტების მომატების შესახებ გაცემულ განკარგულებაში ცვლილების შეტანაზე, შეცვლილი საკადასტრო კოდისა და თანხის დაფიქსირების მიზნით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 03.09.2015წ. №38/274799 წერილით (სამსახურში რეგისტრაციის №07/10450-13 19.10.2016წ.) არქიტექტურის სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ საპროექტო ობიექტის მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული პროექტის დარღვევით. აქედან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჭიროა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო–სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 3. გამომდინარე იქიდან, რომ საპროექტო ტერიტორიის ამონაწერში ვალდებულების ველში დაფიქსირებულია შეზღუდვა (დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე) – საჭიროა მიმართოთ შესაბამის სამსახურს და მოხსნათ აღნიშნული შეზღუდვა და ასახოთ საჯარო რეესტრის ამონაწერში. 4. დამატებით ფაილში ატვირთეთ ამონაწერში ვალდებულების ველში დაფიქსირებული ხელშეკრულებები და საჭიროების შემთხვევაში (ხელშეკრულებიდან გამომდინარე) გამყიდველების თანხმობები. 5. ველში -> არსებობის შემთხვევაში კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის ანგარიშის განმარტებითი ბარათი -> განმარტებითი ბარათის pdf ფაილი: განაახლეთ ანგარიში (შესაბამისად გრაფიკში თანხა) შეცვლილი მიწის ნაკვეთის ფართობის მიხედვით. 6. ველში -> კორექტრებული პროექტს განმარტებითი ბარათი -> განმარტებითი ბარათი: დეტალურად განმარტეთ შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში ცვლილებები, მათ შორის საერთო ფართისა ცვლილების ნაწილშიც. 7. ველში -> ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით) -> განაშენიანების ფართობი (კვ.მ): აღნიშნულში იანგარიშება "5-1" ღერძებში განთავსებული შშმპთათვის განკუთვნილი შესასვლელიც. 8. ველში -> "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> მოსაკრებელის მოშენების ფართობის რიცხვითი მაჩვენებელი: მიუთითეთ ნამატი განაშენიანების ფართობის შესაბამისი რიცხვითი მაჩვენებელი და მის შესაბამისად გადაიხადეთ ბიუჯეტში ნებართვის მოსაკრებელი, 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით. 9. ველში -> საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500 -> გენერალური გეგმის pdf ფაილი: განახლებული საკადასტროს შესაბამისი ტოპო გეგმა წარმოადგინეთ პასუხისმგებელი პირების ხელისმოწერით და ორგანიზაციის შტამპით დადასტურებული სახით, ასევე მასზე დატანილი უნდა იყოს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები. 10. ველში -> შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა -> სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი: ანგარიში უნდა მოახდინოთ დასავლეთით მდებარე საზოგადოებრივი სივრცის მხრიდანაც, შეთანხმებულ პროექტში წარმოდგენილის შესაბამისად. 11. ველებში -> შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, შენობა-ნაგებობის ჭრილები, შენობა-ნაგებობის ფასადები -> pdf ფაილები (მასშტაბი 1:100); საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით): 11.1. საჭიროა ნახაზებზე (გეგმებზე, ჭრილებზე, ფასადებზე) კონტურით მონიშნოთ კორექტირებული კვანძები და განმარტოთ ცვლილებები, შენიშვნის სახით. თუ კონკრეტულ ნახაზზე ცვლილება არ არის - ასეც განმარტეთ. 11.2. საჭიროა ნახაზებზე დაიტანოთ დადგენილი რეგულირების ხაზი და ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი. 11.3. მიწისქვეშა და პირველი სართულის გეგმაზე დაიტანეთ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები და მათგან საპროექტო შენობამდე მინიმალური დაშორების მანძილები. 11.4. გეგმებზე დაიტანეთ შენობის ნაწილებისა და გადახურვის საზოგადოებრივ სივრცეში გადასვლის ზომები. გაითვალისწინეთ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია საზოგადოებრივ სივრცეში კონსოლით და გადახურვით 1,4მ.-ზე მეტად გადასვლა. 11.5. გეგმებზე აჩვენეთ №18, 25, 34 და №37 ბინებში შესასვლელი ღიობები. 11.6. სახურვის გეგმა წარმოადგინეთ ზედხედის პროექციით და მასზე დაიტანეთ ყველა გადახურვის ნიშნული და წყალშემკრები მილები. 11.7. "1-6" ღერძებში განთავსებული ღიობით დარღვეულია ღიობების განთავსების წესი №01.19.39.029.102 საკადასტრო ერთეულის მიმართ, შესაბამისად საჭიროა პროექტით დაიცვათ დადგენილი ნორმები. ასეთ შემთხვევაში შენობის მხოლოდ გარკვეულ სიმაღლეზე შეიძლება ღია ნაწილების მოწყობა _ თუ შენობის საანგარიშო სიმაღლე არ აღემატება 7,5 მეტრს, მაშინ შენობის სამეზობლო საზღვრიდან 3,0 მეტრით დაშორების შემთხვევაში შენობის საანგარიშო ზედაპირზე შესაძლებელია მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და სხვა ღია ნაწილები. 3.0-დან 7,5 მეტრით დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულის შემდეგი შეფარდების შესაბამისად: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე. დანარჩენ შემთხვევაში შესაძლებელია ღიობები გამოიჭრას 7,5 მეტრის შემდეგ (ამ წესით განთავსებულ ღიობებზე მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენა არ არის მისაღები). 11.8. სამსახურის შეფასებით, წარმოდგენილი კორექტირებული ობიექტის ვიზუალური მხარე საჭიროებს მეტად გადამუშავება-დახვეწას მოსაპირკეთებელი მასალების ნაწილში. შესაბამისად საჭიროა აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგინოთ განახლებული ფოტომონტაჟები/რენდერები და დეტალურად მიუთითოთ მოსაპირკეთებელი მასალები და ფერი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გაცნობოთ შესაძლო ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

    მეტის ჩვენება
  3. 1 ნოემბერი, 2016გადაწყვეტილება2910960
  4. 13 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  5. 13 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  6. 13 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  7. 13 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  8. 13 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  9. 11 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  10. 10 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • gengegma vark-correct.pla
  • koreqtirebuli versia-varketili.pla

სხვა ფაილები18

ყველას ჩვენება (18)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა