ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 86
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2888740
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 ოქტომბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ ბექაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405034564
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.04.010.006
- მესაკუთრე
- შპს სტილი+ (405022719)
- ფართობი
- 1 018 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.04.010.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1448483
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 12 ოქტომბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 ოქტომბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 12/10/2016წ. №AR1448483 განაცხადით მომართა ვლადიმერ ბექაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ნუცუბიძის ქუჩა №86-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკ. კოდი: №01.14.04.010.006) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომაა და მშენებლობის ვადა განსაზღვრულია 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 მარტის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის, მათ შორის სამშენებლო სამუშაოების კალენდარული გრაფიკის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 მარტის ჩათვლით.“ 2. სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31/08/2016წ. №2809026 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 ოქტომბერი, 2016გადაწყვეტილება2888740 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა