OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა მელაანის , N 60

AR1450836სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 ოქტომბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2921895
გადაწყვეტილების თარიღი
14 ნოემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე ჩხეიძე
დეველოპერი (ს/კ)
206356405

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.08.072.015
მესაკუთრე
გაიანე მანუკიანი (P/N: *********63)
ფართობი
427 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1450836
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 ოქტომბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 ნოემბერი, 2016გადაწყვეტილება2921895 - თანხმობა
  2. 14 ნოემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 23 ოქტომბრის №AR1450836 განცხადებით მომართა ალექსანდრე ჩხეიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მელაანის ქუჩა №60-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.08.072.015) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის, საცხოვრებელი ფართობის, ავტოსადგომის ფართობის, დამხმარე ფართობის და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის მაჩვენებლები არ შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს აღნიშნული ტექნიკური შეცდომა და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობი დაფიქსირდეს 2440.4 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი დაფიქსირდეს 1639.8 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი დაფიქსირდეს 299 კვ.მ, დამხმარე ფართობი დაფიქსირდეს 104.6 კვ.მ, ხოლო კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი დაფიქსირდეს 242.3 კვ.მ. სამსახურმა 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარმოდგენილი მაჩვენებლები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:2440.4, საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:1639.8, ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:299, დამხმარე ფართობი (კვ.მ).:104.6, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ).:242.3. სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 სექტემბრის №2821865 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 23 ოქტომბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა