OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა უშანგი ჩხეიძის , N 14 / ქალაქი თბილისი , ქუჩა უ.ჩხეიძე , N 16 / ქალაქი თბილისი , უშ. ჩხეიძის ქ. N 12 / ქალაქი თბილისი , ჩხეიძის ქუჩა N12-ის მიმდ. ტერიტორია

AR1452927სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 ნოემბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2939262
გადაწყვეტილების თარიღი
11 ნოემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
22 ივლისი, 2016 – 22 ივლისი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ქაჯაია
დეველოპერი (ს/კ)
405068439

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.08.010.064
მესაკუთრე
შპს "ბელი" (405068439)
ფართობი
1 126 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1452927
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 ნოემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 ნოემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01/11/2016 წ. AR1452927 განაცხადით მომართა გიორგი ქაჯაიამ და მოითხოვა ტექნიკური შეცდომის გასწორება ამავე სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებით, ქ. თბილისში, უ. ჩხეიძის ქ. N14/უ. ჩხეიძის ქ. N16/უ. ჩხეიძის ქ. N12/ჩხეიძის ქ. N12–ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ბელი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 22 ივლისიდან 2018 წლის 22 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომები, კერძოდ: არასწორად იქნა მითითებული საცხოვრებელი ფართობი, საზაფხულო ფართობი, ავტოსადგომის ფართობი და საერთო ფართობი, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებაში და დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3823.3; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:623.4; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:1486.1 და საერთო ფართობი (კვ.მ).:7389.6 დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).:3823.3; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:623.4; ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:1486.1 და საერთო ფართობი (კვ.მ).:7389.6; 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებასთან ერთად; 3. სამსახურის 21.07.2016 წ. №2721967 ბრძანებაში მითითებული დანარჩენი ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 11 ნოემბერი, 2016გადაწყვეტილება2939262 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა