ქალაქი თბილისი , ქერჩის ქუჩა N8.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2941812
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 ნოემბერი, 2016
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა კობალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405081520
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.05.033.077
- მესაკუთრე
- შპს "გლდანისერვისი" (209477190)
- ფართობი
- 1 972 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.05.033.077საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1454116
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 4 ნოემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 24 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 ნოემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 04/11/2016 წლის №AR1454116 განცხადება ამავე სამსახურის 04/02/2016 წლის №2418263 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 14/01/2016 წლის №2385926 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – გლდანი, ქერჩის ქუჩა, №8-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.11.05.033.077) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო სამსახურის 04/02/2016 წლის №2418263 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. განმცხადებელის განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული არ არის გარე ავტოსადგომის ფართობი - 669 კვ.მ. შესაბამისად, წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია შიდა ავტოსადგომის ფართობთან ერთად ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გარე ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირებაც და მათი საერთო ფართობი შეადგენს 722,4 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირებულია სამსახურის 14/01/2016 წლის №2385926 ბრძანებაში, რომლითაც შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და არა განმცხადებლის მიერ მითითებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის აქტში - 04/02/2016 წლის №2418263 ბრძანებაში. შეთანხმებული საპროექტო გეგმის შესაბამისად, სამსახურის 14/01/2016 წლის №2385926 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებულია ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 53.4. რაც შეეხება, გარე ავტოსადგომის ფართობს, ის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ ფიქსირდება და შესაბამისად, არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - 14/01/2016 წლის №2385926 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 ნოემბერი, 2016გადაწყვეტილება2941812 - უარი
- 4 ნოემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gengegma gegmebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა