OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა შორაპნის , N 34 , (ნაკვ. 26/47) / ქალაქი თბილისი , ქუჩა შორაპნის , N 34

AR1454890სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 ნოემბერი, 2016- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2949926
გადაწყვეტილების თარიღი
8 დეკემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ხოტენაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
206354746

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.026.102
მესაკუთრე
ამხანაგობა "ისანი 2015"
ფართობი
690 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1454890
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 ნოემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 15 ნოემბერს #AR1454890 განცხადებით მომართა ნინო ხოტენაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, შორაპნის ქ. #34-ში, (ნაკვ. 26/47) / ქ. თბილისში, შორაპნის ქ. #34-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.17.13.026.102), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია ამხანაგობა ისანი 2015. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016069049, მომზადების თარიღი: 19/02/2016 წ., ს/კ: #01.17.13.026.102) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ისანი 2015. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. კერძოდ, სარდაფის ფართობად 203.1 კვ.მ-ის ნაცვლად 214.53 კვ.მ-ის, ხოლო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 170.71 კვ.მ-ის ნაცვლად 159.28 კვ.მ-ის დაფიქსირებას, რაც გავლენას არ ახდენს საერთო ფართობზე. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებაში, კერძოდ: სარდაფის ფართობად დაფიქსირდეს 214.53 კვ.მ., ხოლო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 159.28 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის #2829666 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 8 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება2949926 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა