ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 3, II მკ/რ , N39-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2991585
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 დეკემბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნათელა გელაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 200269075
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.39.009.089
- მესაკუთრე
- შპს "რიკონი +" (200269075)
- ფართობი
- 718 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.39.009.089საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1461001
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 დეკემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება2991585 - თანხმობა
- 12 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1461001 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, #01.19.39.009.089 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თქვენი თანხმობის გარეშე კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას, ასევე ითხოვთ წარმოების დაწყების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, II მ/რ, #39-ის მიმდებარედ (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. დამატებით გაცნობებთ, რომ 2016 წლის 23 ოქტომბრის #2869922 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – სამგორი, ვარკეთილი 3, IIმ/რ, N39-ის მიმდებარედ, შპს "რიკონი +"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი #01.19.39.009.089), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 14 ნოემბრის #2943667 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით ინტერაქტიული რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა