ქალაქი თბილისი , გამზირი მარშალ გელოვანი , N 36
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 2995959
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 დეკემბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვალერიან ჟორჟიკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405027901
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.10.006.021
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "თბილისის N1 ავეჯის სახლი" (211752218)
- ფართობი
- 12 153 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.10.006.021საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1462676
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 დეკემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება2995959 - თანხმობა
- 30 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 09/12/2016 წლის №AR1462676 განაცხადით მომართეს ვალერიან ჟორჟიკაშვილმა, აკაკი ბრეგვაძემ, ვაჟა ცერცვაძემ და ოთარ ბრეგვაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, მარშალ გელოვანის გამზირი, №36-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.10.10.006.021) შეთანხმდა არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის (მიშენება-დაშენებით) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: არასწორად არის დაფიქსირებული განაშენიანების ფართობი, რომელიც ნაცვლად 674.5 კვ.მ.-ისა არის 752.4 კვ.მ. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანებაში აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და განაშენიანების ფართობად 752.4 კვ.მ.-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მოთხოვნისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა განაშენიანების ფართობის გასწორების თაობაზე საფუძვლიანია და შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: განაშენიანების ფართობი (კვ.მ).:752.4; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 03/10/2016 წლის №2869919 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- /AR1439894.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა