OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია , (ყოფ. კახოვსკი) , N 10

AR1463524სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 დეკემბერი, 2016
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
2998586
გადაწყვეტილების თარიღი
14 დეკემბერი, 2016
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
2 მაისი, 2013 – 2 მაისი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი კაპანაძე
დეველოპერი (ს/კ)
405074672

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.06.008.064
მესაკუთრე
შპს "აქსისი" (211393357)
ფართობი
1 204 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1463524
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 დეკემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 13/12/2016წ. №AR1463524 განაცხადით მომართა გიორგი კაპანაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებით ქ. თბილისში, კედიას ქუჩა, (ყოფ. კახოვსკი), #10, შპს ,,აქსისი"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.13.06.008.064) შეთანხმდა, მრავალფუნქციური კომპლექსის III და IV ბლოკების (შეთანხმებული როგორც II და III ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 02 მაისიდან 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "აქსისი" (211393357), ფიზიკური პირი: გიორგი კაპანაძე (01024018293). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შპს "აქსისი"-ის ნაცვლად შპს "კედიას 10"-ის (ს/ნ 405074672) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. დღეისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N882015392918; მომზადების თარიღი: 13/08/2015 16:03:20) მიხედვით, ქ. თბილისში, კედიას ქუჩა, (ყოფ. კახოვსკი), #10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის(საკ. კოდი: #01.13.06.008.064) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "კედიას 10" (საიდენტიფიკაციო კოდი: №405074672). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია: B16158884, მომზადების თარიღი: 22/11/2016 12:08:41) შ.პ.ს. "კედიას 10"-ის დირექტორია გიორგი კაპანაძე (01024018293). საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ.პ.ს. „კედიას 10“-ის საკუთრებას, რომლის წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შ.პ.ს. „კედიას 10“-ის დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "აქსისი"-ის ნაცვლად დაფიქსირდეს შ.პ.ს. „კედიას 10“ (ს/კ კოდი: №405074672). სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 03/05/2013წ. №674807 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 14 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება2998586 - თანხმობა
  3. 13 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
  4. 13 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა