OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N120

AR1464578სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 დეკემბერი, 2016- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3011679
გადაწყვეტილების თარიღი
9 იანვარი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გოჩა გეთიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
206306255

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.11.029.026
მესაკუთრე
შპს "ისანი პლიუსი" (206306255) (206306255)
ფართობი
3 248 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1464578
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 დეკემბერი, 2016
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 იანვარი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 19 დეკემბერს #AR1464578 განცხადებით მომართა გოჩა გეთიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი #120, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.17.11.029.026), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და სამსახურის 2016 წლის 09 დეკემბრის #2982114 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 08 დეკემბრიდან 2018 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 09 დეკემბრის #2982114 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ისანი პლიუსი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016729672, მომზადების თარიღი: 26/10/2016 წ., ს/კ: #01.17.11.029.026) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ისანი პლიუსი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16163472; მომზადების თარიღი: 02/12/2016 წ.; ს/კ: #206306255) თანახმად, შპს „ისანი პლიუსი“-ს დირექტორს წარმოადგენს გოჩა გეთიაშვილი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 5393.2 კვ.მ–ის ნაცვლად 9705.31 კვ.მ–ის, საზაფხულო ფართობად 830.2 კვ.მ–ის ნაცვლად 741.32 კვ.მ–ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 689.6 კვ.მ–ის ნაცვლად 1872.11 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 6556.0 კვ.მ–ის ნაცვლად 1370.19 კვ.მ–ის, ავტოსადგომის ფართობად 949.0 კვ.მ–ის ნაცვლად 881.60 კვ.მ–ის, გამორჩენილ სარდაფის ფართობად - 359.72 კვ.მ-ის და გამორჩენილ კომერციულ ფართობად - 316.32 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 14418.0 კვ.მ–ის ნაცვლად 15246.57 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 9705.31 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 741.32 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1872.11 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 1370.19 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 881.60 კვ.მ., გამორჩენილ სარდაფის ფართობად - 359.72 კვ.მ. და გამორჩენილ კომერციულ ფართობად - 316.32 კვ.მ., საერთო ფართობად 15246.57 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 19 დეკემბრის #AR1464578 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 30 ნოემბრის #2970500 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 იანვარი, 2017გადაწყვეტილება3011679 - თანხმობა
  3. 19 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა