OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა სტანისლავსკი , N5

AR1465983რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება22 დეკემბერი, 2016- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3019267
გადაწყვეტილების თარიღი
27 დეკემბერი, 2016
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ფრიდონ მოდებაძე
დეველოპერი (ს/კ)
202422422

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.05.003.027
მესაკუთრე
შპს "თბილ ელიტ ჰაუზი" (202422422) (202422422)
ფართობი
2 097 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1465983
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
22 დეკემბერი, 2016
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისსამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, როგორც განცხადებაშია აღნიშნული : „თუნუქის საჩრდილობლის და ლითონის კარის მოწყობის „ნებართვას, რაც რეალურად წარმოადგენს ორ მრავალსართულიან შენობებს შორის ღია სივრცის (გასასვლელის ) შევსებას , ანუ რეალურად ხორციელდება რეკონსტრუქცია მიშენებით. თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებისა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე–2 მუხლის ,,ა" პუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე–3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის ფუნქციაა დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ–სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა. ამავე პუნქტის ,,ფ" ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით სამსახურს თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა–ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. აღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან კორპუსის ამ ნაწილში, თქვენს მიერ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებით არ ხორციელდება ერთიანი იერსახის აღდგენა მოწესრიგების მიზნით ( რაც ამავე დროს კორპუსზე მიშენებაა და არ წარმოადგენს I კლასის სამუშაოებს) გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სამსახური ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რეკონსტრუქციის ნებართვა და თვლის ,რომ მსგავსი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს შენობის ერთიან იერსახეზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

    მეტის ჩვენება
  2. 27 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება3019267 - უარი
  3. 22 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა