ქალაქი თბილისი , დიდი ლილო
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3020369
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 დეკემბერი, 2016
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ია ტრაპაიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404898456
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 81.08.03.897
- მესაკუთრე
- შპს "Unique Co" (404898456)
- ფართობი
- 705 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1466008
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 დეკემბერი, 2016
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 დეკემბერი, 2016ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის №2964690 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 22 დეკემბრის №AR1466008 განაცხადით მომართა ია ტრაპაიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის №2964690 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის №2964690 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სექტორი-დიდი ლილო, დიდი ლილო, შპს "Unique Co" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №81.08.03.897), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის №ბ-345523/12 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: № 882014707570, მომზადების თარიღი:08/01/2015 16:48:52), მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "Unique Co". სამსახურში წარმოდგენილია შპს "Unique Co-ს" უფლებამოსილი პირის მიერ განმცხადებლის, ია ტრაპაიძის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამდასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი განაცხადით, მოთხოვნილია 2016 წლის 29 ნოემბრის №2964690 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ გააჩნია ინტერესი ისარგებლოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ია ტრაპაიძის 2016 წლის 22 დეკემბრის №AR1466008 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 ნოემბრის №2964690 გადაწყვეტილება; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 დეკემბერი, 2016გადაწყვეტილება3020369 - თანხმობა
- 22 დეკემბერი, 2016ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- mindobiloba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა