ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 47
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3038708
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 იანვარი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ფარცხალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404454327
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.12.033.015
- მესაკუთრე
- თამარ გაგნიძე (P/N: *********46)
- ფართობი
- 425 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.12.033.015საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1468456
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 იანვარი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 იანვარი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 04 იანვარს #AR1468456 განცხადებით მომართეს ნინო ფარცხალაძემ და სულხან ხუცაიძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ონიაშვილის ქუჩა, #47-ში, შპს „საინვესტიციო ჯგუფი პრაღა“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.10.12.033.015), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 03 იანვრიდან 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „საინვესტიციო ჯგუფი პრაღა“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882014467412, მომზადების თარიღი: 05/09/2014 წ., ს/კ: #01.10.12.033.015) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საინვესტიციო ჯგუფი პრაღა“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15148915; მომზადების თარიღი: 20/07/2015 წ.; ს/კ: #404454327) თანახმად, შპს „საინვესტიციო ჯგუფი პრაღა“-ს დირექტორს წარმოადგენს სულხან ხუცაიძე. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 1456.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1270.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 94.5 კვ.მ-ის ნაცვლად 77.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 157.8 კვ.მ-ის ნაცვლად 167 კვ.მ-ის, გამორჩენილ საზაფხულო ფართობად - 389.9 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 1709.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1905 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1270.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 77.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 167 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 389.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 1905 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 03 იანვრის #3029748 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 იანვარი, 2017გადაწყვეტილება3038708 - თანხმობა
- 4 იანვარი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi 11-11.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა