ქალაქი თბილისი , ქუჩა წყალტუბო , N 24
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3065717
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 იანვარი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა ნუცუბიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 202356477
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.04.020.043
- მესაკუთრე
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "წყალტუბო 2006" (202356477) (202356477)
- ფართობი
- 4 020 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.04.020.043საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1472401
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 იანვარი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 იანვარი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 25 იანვარს #AR1472401 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა წყალტუბო, #24, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.13.04.020.043) მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე) შენობის „ა“ ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია ამხანაგობა „წყალტუბო 2006“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016900837, მომზადების თარიღი: 27/12/2016 წ., ს/კ: #01.13.04.020.043) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა „წყალტუბო 2006“. საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის (გარდა მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული სუბიექტებისა) შესაბამისად, (რეგისტრაციის ნომერი: #202356477, რეესტრში ჩართვის ცვლილების თარიღი: 27/10/2006) ამხანაგობა „წყალტუბო 2006“-ის (ს/კ: #202356477) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დალი ცომაია. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 5784.8 კვ.მ-ის ნაცვლად 5790.59 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 698.51 კვ.მ-ის ნაცვლად 702.59 კვ.მ-ის დაფიქსირებას, რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 8814.54 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 8824.41 კვ.მ-ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 5790.59 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 702.59 კვ.მ., საერთო ფართობად - 8824.41 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის #3015436 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 იანვარი, 2017გადაწყვეტილება3065717 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა