ქალაქი თბილისი , გამზირი პეკინი , N 19
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3114617
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 თებერვალი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ნორაკიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 211355273
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.019.005.01.501
- მესაკუთრე
- შპს "XXI საუკუნე" (211355273) (211355273)
- ფართობი
- 530 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.019.005.01.501საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1473281
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 25 იანვარი, 2017
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 28 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 მარტი, 2017ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 19 აპრილი, 2017
- 22 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, შემდეგს: წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვინაიდან თქვენს მიერ მოთხოვნილი სამუშაოები ნაწარმოებია უნებართვოდ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით უკანონო მშნებლობის შემდგომ განვითარებაზე სამსახური ნებართვას ვერ გასცემს. ასეთ შემთხვევაში “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისთვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის წარმოდგენის შემდეგ ან უნდა განხორციელდეს ნაწარმოები მშენებლობის სრული დემონტაჟი, რომლის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს დემონტაჟის შემდგომი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი დადგენილება, უნებართვოდ დაწყებული მშენებლობის დემონტაჟის განხორციელების თაობაზე. მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის დაზუსტების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ შესაძლებელი იქნება განაცხადის განმეორებით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან ერთად გასათვალისწინებელი იქნება: - ვინაიდან მიწის ნაკვეთს (ს/კ N01.10.13.019.019) სარგებლობის უფლება იჯარის ფორმით გაცემულია 10 წლის ვადით, საჭიროა აღნიშნული დაფიქსირდეს საჯარო რეესტრის ამონაწერში. - საჩრდილობლის მოწყობასთან დაკავშირებით წარმოსადგენია ფართს მესაკუთრის შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობა. - ესკიზურ გეგმაზე დატანილ იქნას ბაქნის სრული გაბარიტული ზომები. - ფასადზე გამოყენებული ყველა ხის მასალა დამუშავდეს ცეცხლგამძლე გსნარით. - დასაშვებია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-დან 4.5 სიმაღლეზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების შეჭრა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საყრდენი სვეტების მოწყობა ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ტროტუარის ფუნქციონირებას. ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ასეთ არქიტექტურულ ნაწილებამდე, მათ შორის საყრდენ სვეტებამდე დარჩენილი,ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.2 მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მე-18 მუხლის, მე- 10 პუნქტის, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოსადგენია კორექტირებული ფოტომონტაჟი, დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით, საჩრდილობლის კიდიდან ტროტუარის კიდემდე და არსებულ ხე-ნარგავებამდე მანძილის მითითებით. ასევე ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების (მათ შორის საჩრდილობლებზე სარეკლამო ხასიათის წარწერების)ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3114617
- 20 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი
- 20 თებერვალი, 2017ფაილები აიტვირთა
- 25 იანვარი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები6
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა