ქალაქი თბილისი , მოედანი ერეკლე II , N 3 , / ქალაქი თბილისი , მოედანი ერეკლე II , N 3 , მიმდებარედ , ნაკვეთი 35/016 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ერეკლე II , (ნაკვეთი 35/009) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ერეკლე II , (ნაკვეთი 45/020) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ერეკლე II , (ნაკვეთი 35/015)
- საერთო ფართობი
- 4 007,5 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 698,6 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 889 მ²
- სიმაღლე
- 32,2 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 7,4 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 16 260 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3092604
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 თებერვალი, 2017
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დიმიტრი ვაჩნაძე
- ორგანიზაცია
- 43565
- დეველოპერი (ს/კ)
- 405034626
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ქარსელაძე
- პირადი ნომერი
- *********75
- ორგანიზაცია
- შპს. "ოლდ სითი"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405034626
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- დავით გოგიჩაიშვილი
- პირადი ნომერი
- *********70
- ორგანიზაცია
- შპს. "ჰაუსარტ ლუქსი"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205255551
- თანაავტორები
- სახელი
- თამარ ბაღაშვილი
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ბელა გოგოლაური
- სპეციალისტისაინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
- სახელი
- გუგა ჭოხონელიძე
- სპეციალისტიფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება
- სახელი
- ლერი ზამბახიძე
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.03.035.023
- მესაკუთრე
- შპს "ოლდ სითი" (405034626)
- ფართობი
- 889 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.03.035.023საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1473499
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 26 იანვარი, 2017
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენი ელექტრონულად ატვირთული განაცხადი, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ერეკლე II მოედანი, N3/ერეკლე II მოედანი, N3-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 35/016/ერეკლე II ქ. (ნაკვეთი 35/009)/ ერეკლე II ქ. (ნაკვეთი 45/020)/ერეკლე II ქ. (ნაკვეთი 35/015) სასტუმროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს. გაცნობებთ, რომ განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტორს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N4, 26.01.2017წ), რომლის დასკვნის საფუძველზეც მიეცა დადებითი შეფასება. საკითხის შესწავლისას, წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილ იქნა ხარვეზები, კერძოდ: 1. საკადატრო გეგმაზე ჩანს ხაზობრივი ნაგებობები ს/კ N01.01.755 – მილსადენი, კანალიზაციის მილი, ობიექტის სიგრძე 522479 მ, მესაკუთრე – სახელმწიფო. იმ შემთხვევაში, თუ ხდება (და ალბათ მოხდა კიდეც) ხაზობრივი ნაგებობების გადატანა, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უწყებების თანხმობა; 2. არსებობის შემთხვევაში ტოპოგეგმაე დატანილი უნდა იქნას ხაზობრივი ნაგებობები. ტოპოგეგმაზე საკადასტრო კოდი არასწორადაა მითითებული მითითებული უნდა იქნას ს/კ. N 01.18.03.035.023 (მითითებულია ს/კ. N 01.18.03.035.005); 3. დასაზუსტებელია განაშენიანების; კ1; კ2; კ3 კოეფიციენტების საანგარიშო ფართები (არასწორადაა დათვლილი); კ-3 - მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა, ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის; 4. ირღვევა სამეზობლო მიჯნები; წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა მიჯნის ზონებთან დაკავშირებით; 5. შშმ პირთათვის გათვალისწინებული ამწე არ არის დატანილი ფასადზე და ჭრილებზე. მითითებული უნდა იქნას ამწის მოდელიც (სისტემა დასაზუსტებელია); 6. ჭრილი 2-2-ში 1,00 ნიშნულზე ღერძი 8-8-სთან ნაჩვენებია კედელი. წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დასაბუთება; 7. პროექტში არ არის გათბობა–გაგრილების აგრეგატები; 8. ნიშნული 14,80 8-8 ღერძთან და A-A ღერძთან შენობა სცდება საკადასტრო საზღვრებს; 9. წარმოდგენილი აქვთ არსებული სიტუაციის ნაზომი, სადაც დღეის მდგომარეობით -3,85-ზე, -7,40-ზე მოწყობილია სივრცეები, რომლითაც პროექტის მიხედვით იგეგმება საკადასტრო საზღვრებს გარეთ პარკირებები; 10. 4–4 ღერძთან საევაკუაციო გასასვლელით ხდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გასვლა; 11. ფასადი A-G არ შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციას; 12. მშენებლობა უკვე დაწყებულია, წარმოდგენილი უნდა იყოს დარჩენილი სამუშოების კალენდარული გრაფიკი; 13. სრულყოფილად უნდა იქნას დაანგარიშებული კ2 კოეფიციენტის მოსაკრებელი და წარმოდგენილი უნდა იქნას სრულად გადახდის ქვითარი. 14. 2015 წლის 12 თებერვლის #006 მინდობილობა მისაღები არ არის, ვინაიდან დამოწმებული არ არის სათანადო წესით. 2011 წლის 01 ივნისის დამატებითი შეთანხმების 1.1 პუნქტის თანახმად, თანამესაკუთრეები იღებენ ვალდებულებას, მოახდინოს თანასაკუთრების კუთვნილი შენობის (ს/კ: #01.18.03.035.006) სახურავის ნაწილის რეკონსტრუქციას, თანდართული პროექტის და სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისად. ანუ ამ შემთხვევაში თანამესაკუთრეებს აქვს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი. რაც შეეხება, 2009 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებას იგი ითვალისწინებს სახურავზე ტერასის მოწყობას და სწორედ ამ მიზნით არის სერვიტუტით დატვირთული. აქედან გამომდინარე, ტერასის მოწყობის ნაწილში მისაღებია. თუ სამუშაოები გათვალისწინებულია აღნაგობის საგანზე, მაშინ წარმოადგინოს მოაღნაგის თანხმობა. თუ აღნაგობის უფლება გაუქმებულია საჭიროა განახლებული ამონაწერის წარმოდგენა, სადაც აღნაგობა აღარ იქნება რეგისტრირებული; 15. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით. ეს პირობა საჭიროა დაიცვას. თუ ავტოსადგომების მოწყობა სავალდებულოა კანონონმდებლობის მოთხოვნების დაცვისთვის, ავტოსადგომთან მიმართებაში საჭიროა მიწის ნაკვეთების გაერთიანება ან თავის მიწის ნაკვეთში უნდა მოაწყოს ავტოსადგომები (თუ შესაძლებელია). რაც შეეხება საევაკუაციო გასასვლელს საჭიროა თვითმმართველის თანხმობის წარმოდგენა; სამსახური დაუბრუნდება საკითხის განხილვას სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ატვირთვის შემდგომ. გაითვალისწინეთ, თქვენი მხრიდან კვლავ არასრულყოფილი და ხარვეზების შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3092604
- 25 იანვარი, 2017ფაილები აიტვირთა
- 25 იანვარი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
- ტოპო,გენ-გეგმა.dwg
- გეგმები,ჭრილები,ფასადები,სიმაღლის განსაზღვრის სქემა.dwg
დასკვნები და აზომვები2
სხვა ფაილები14
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა