ქალაქი თბილისი , ქუჩა ფოსტის , N 3/5 / ქალაქი თბილისი , ქუჩა გუთნის , N 7 / ქალაქი თბილისი , გამზირი ქ. წამებულის , N 24
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3108513
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 თებერვალი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე გოცირიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405012864
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.01.124.006
- მესაკუთრე
- შპს "რეალთი ავლაბარი" (405012864)
- ფართობი
- 2 733 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.01.124.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1475035
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 2 თებერვალი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 18 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 2 თებერვლის #AR1475035 განცხადებით მომართა ალექსანდრე გოცირიძემ, რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებით ქ. თბილისში, ფოსტის ქ. N3/5/გუთნის ქ. N7/ქეთევან წამებულის გამზ. N24-ში, შ.პ.ს. "რეალთი ავლაბარი"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 08 აგვისტოდან 2018 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, არასწორად იქნა მითითებული საერთო ფართობი, ავტოსადგომის ფართობი და საზაფხულო ფართობი, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებაში და დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობად (კვ.მ).:1631.8; ავტოსადგომის ფართობად (კვ.მ).: 4270.0 და საერთო ფართობად (კვ.მ).: 19892.1. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა შესწორებული გეგმა 27.00 ნიშნულზე და გეგმა -3.15 ნიშნულზე, რომლებიც იდენტურია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა გაასწოროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობად (კვ.მ).:1631.8; ავტოსადგომის ფართობად (კვ.მ).: 4270.0 და საერთო ფართობად (კვ.მ).: 19892.1; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებით შეთანხმებული 27.00 და -3.15 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 2 თებერვლის #AR1475035 განცხადებით წარმოდგენილი 27.00 და -3.15 ნიშნულების გეგმებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 4 აგვისტოს №2758123 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3108513 - თანხმობა
- 3 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი
- 3 თებერვალი, 2017ფაილები აიტვირთა
- 1 თებერვალი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა