OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია., (ნაკვეთი N8/127) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯიქია , მიმდებარე ტერიტორია , (ნაკვეთი N28)

AR1475620სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება3 თებერვალი, 2017- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3086241
გადაწყვეტილების თარიღი
9 თებერვალი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ მახათაძე
დეველოპერი (ს/კ)
205331283

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.008.281
მესაკუთრე
ამხანაგობა "ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ ნაკვეთი N28" (205331283)
ფართობი
650 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1475620
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
3 თებერვალი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 03 თებერვლის #AR1475620 განცხადებით მომართეს მიხეილ მახათაძემ, ნოდარ გოგლიძემ, მაია ოშხარელმა, მარიამ გოგლიძემ, ზაზა ბარბაქაძემ და ბაჩუკი ოშხარელმა და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 ბრძანებით, ქალაქი თბილისი, ქუჩა ჯიქია, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი N28) (ნაკვ. N 01.14.05.008.034), დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხოლო სამსახურის 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 მარტიდან 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882016648260, მომზადების თარიღი: 26/09/2016 21:31:58) თანახმად, მოხდა #01.14.05.008.034 და #01.14.05.008.267 მიწის ნაკვეთების გაერთიანება და ჩამოყალიბდა ახალი საკადასტრო ერთეული - #01.14.05.008.281. აღნიშნული ამონაწერის თანახმად ქალაქი თბილისი, ჯიქიას ქუჩის (ნაკვ. 8/127) მიმდებარე ტერიტორია/ქალაქი თბილისი, ქუჩა ჯიქია, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე (ნაკვეთი N28), (საკ. კოდი: #01.14.05.008.281), მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ამხანაგობა „ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ ნაკვეთი #28“. ID ნომერი: #205331283. სამსახურმა შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით მომართული აქვთ უფლებამოსილ პირებს. ასევე, სამსახურში წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 და 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს მიხეილ მახათაძის, ნოდარ გოგლიძის, მაია ოშხარელის, მარიამ გოგლიძის, ზაზა ბარბაქაძის და ბაჩუკი ოშხარელის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მიხეილ მახათაძის, ნოდარ გოგლიძის, მაია ოშხარელის, მარიამ გოგლიძის, ზაზა ბარბაქაძის და ბაჩუკი ოშხარელის 2017 წლის 03 თებერვლის #AR1475620 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის #1205519 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 მარტის #1802378 ბრძანებები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3086241 - თანხმობა
  3. 3 თებერვალი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა