OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის., ნაკვეთი 01/295

AR1476830სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 თებერვალი, 2017- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3110714
გადაწყვეტილების თარიღი
28 თებერვალი, 2017
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ჯალაღონია
ორგანიზაცია
9611
დეველოპერი (ს/კ)
401997327

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.15.001.300
მესაკუთრე
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
ფართობი
3 632 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1476830
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 თებერვალი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3110714 - თანხმობა
  2. 28 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 8 თებერვლის #AR1476830 განცხადებით მომართა ვასილი ჯალაღონიამ, რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის, ნაკვ.#01/295, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი #10-ის ბლოკი ,,ა" და ბლოკი ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, არასწორად იქნა მითითებული ავტოსადგომის ფართობი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებაში და დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობად (კვ.მ).:1515.3. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის ცვლილებამ, ასევე გამოიწვია ბრძანებაში დაფიქსირებული საერთო ფართობის მაჩვენებლის შეცვლა, რომელიც ცვლილებების შედეგად შეადგენს: 13833.2. კვ.მ.–ს. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა დაადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა შესწორებული გეგმა -2.800 ნიშნულზე და გეგმა ±0.000 ნიშნულზე, რომლებიც იდენტურია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა გაასწოროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: ავტოსადგომის ფართობად (კვ.მ).: 1515.3 და საერთო ფართობად (კვ.მ).: 13833.2; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებით შეთანხმებული -2.800 და ±0.000 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს 2017 წლის 8 თებერვლის #AR1476830 განცხადებით წარმოდგენილი -2.800 და ±0.000 ნიშნულების გეგმებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №2890048 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 8 თებერვალი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა