OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ალექსიძე

AR1477233სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 თებერვალი, 2017- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3092505
გადაწყვეტილების თარიღი
28 თებერვალი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
18 დეკემბერი, 2015 – 18 დეკემბერი, 2017
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თემური ქარქაშაძე
დეველოპერი (ს/კ)
412724164

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.034.002
მესაკუთრე
რუსუდან გოგიტაშვილი (P/N: *********05) (P/N: *********05)
ფართობი
1 579 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1477233
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 თებერვალი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 თებერვალი, 2017გადაწყვეტილება3092505 - თანხმობა
  2. 28 თებერვალი, 2017ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 8 თებერვალს # AR1477233 განცხადებით მომართეს შპს "ველე დეველოპმენტ"–ის დირექტორმა თემური ქარქაშაძემ და რუსუდან გოგიტაშვილმა, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად რუსუდან გოგიტაშვილის ნაცვლად შპს "ველე დეველოპმენტ"–ის მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, ალექსიძის ქუჩა, მოქალაქე რუსუდან გოგიტაშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკ. კოდი #01.10.13.034.002) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 დეკემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა რუსუდან გოგიტაშვილი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საპროექტო ობიექტის მესაკუთრე და დღეის მდგომარეობით, #01.10.13.034.002 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ველე დეველოპმენტ" (განაცხადის რეგისტრაციის #882017069929, ამონაწერის მომზადების თარიღი: 31/01/2017წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებაში დამკვეთად რუსუდან გოგიტაშვილის ნაცვლად მიუთითოს შპს "ველე დეველოპმენტ". აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებაში და დამკვეთად რუსუდან გოგიტაშვილის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "ველე დეველოპმენტ"; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №2349209 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა