ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 39ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3130851
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 მარტი, 2017
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ მილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404881678
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.03.007.020
- მესაკუთრე
- შპს "ჟამური" (404881678)
- ფართობი
- 2 180 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.03.007.020საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1482885
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 1 მარტი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 მარტი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2017 წლის 01 მარტის #AR1480885 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2017 წლის 7 თებერვლის №3084037 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების განხორციელებას საპროექტო ობიექტის ფუნქციის კორექტირების მიზნით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 7 თებერვლის №3084037 ბრძანებით, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ. N39ა–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.12.03.007.020, ფართობი 2180 კვ.მ) ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხსენებული მიწის ნაკვეთი (ს.კ.N 01.12.03.007.020) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის- -რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებლ ზონა 3 (სზ–3), რომელიც წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის შერეულ საცხოვრებელ ქვეზონას და მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3)–ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლები. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე დასაშვებია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები (იხილეთ დანართი). ვინაიდან, 2017 წლის 06 იანვრის #AR1469019 განაცხადზე, მოთხოვნის ტექსტში და ფუნქციური დანიშნულების ველში ფიქსირდება საპროექტო ობიექტის დასახელება ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა, ამასთან საცხოვრებელ ზონა 3 (სზ–3)–ში დასაშვები სახეობების ჩამონათვალიც ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ობიექტი ფიქსირდება როგორც ნაგებობა და არა როგორც შენობა სამსახურის მიერ იქნა მომზადებული აქტი (2017 წლის 7 თებერვლის №3084037 ბრძანება) კანონმდებლობის დანართი–1–ის შესაბამისი ფუნქციით, რომლის კორექტირებაც ვერ განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ გსურთ №3084037 (07.02.17.) ბრძანებაში ცვლილების შეტანა საცხოვრებელ ზონა 3 (სზ–3)–ში დასაშვები ობიექტების სხვა სახეობის დაფიქსირებით საჭიროა ამავე განაცხადის დახარვეზებულ ველში დააფიქსიროთ დანართი –1–ის შესაბამისი სასურველი ფუნქცია, სამსახური საკითხს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2017 წლის 01 მარტის #AR1480885 განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 მარტი, 2017გადაწყვეტილება3130851 - სხვა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა