ქალაქი თბილისი , გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზა , ა/მანქანების ბაზრობასთან
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ლიპარტელიანი
- ორგანიზაცია
- 12207
- დეველოპერი (ს/კ)
- 202250027
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.01.001.054
- მესაკუთრე
- შპს "აკორდი" (202250027)
- ფართობი
- 1 450 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.01.001.054საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1484531
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 7 მარტი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 მარტი, 2017ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1484531 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.13.01.001.054) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სატრანსპორტო ზონა 1 –ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა (იხ.დანართი). თქვენს დაინტერესებაში არსებული საკადასტრო ერთეული წარმოადგენს არსებული რთული სატრანსპორტო კვანძის ნაწილს. შესაბამისად, უსაფრთოებისა და ასევე ავარიული სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით არქიტექტურის სამსახურს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მოცემული ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება შესაძლებლად არ მიაჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ ფუნქციურ ზონაში (სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)) შენობა-ნაგებობის განთავსება კანონმდებლობით დასაშვები არ არის, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა და გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 მარტი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა