ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი "ა" , ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ., (ნაკვეთი N18/73)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3181838
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 აპრილი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 25 აპრილი, 2015 – 25 დეკემბერი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნიკა გიგაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 200281239
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.018.073
- მესაკუთრე
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "გლდანი - 999"
- ფართობი
- 5 503 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.018.073საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1491243
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 30 მარტი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 აპრილი, 2017ქალაქის პასუხი
ქალაქთბილისისმუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტისარქიტექტურისსამსახურის2015 წლის 24 აპრილის№1857818 ბრძანებაშიტექნიკურიშეცდომისგასწორებისთაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 30 მარტს №AR1491243 განცხადებით მომართა მოქ. ნიკა გიგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი–გლდანი, მიკრო/რაიონი "ა", ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი N18/73) ი.ბ.ა. "გლდანი – 999"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.12.018.073) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 25 აპრილიდან 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მითითებულია 14054.6 კვ.მ ნაცვლად 15021.6 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობად მითითებულია 2108.6 კვ.მ ნაცვლად 2738.48 კვმ-სა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მითითებულია 534.4 კვმ ნაცვლად 429.6 კვ.მ-სა, კომერციული ფართობად მითითებულია 2206.2 კვ.მ ნაცვლად 2406.31 კვ.მ-სა, დამხმარე ფართობად მითითებულია 2175.3 კვ.მ ნაცვლად 2313.18 კვ.მ-სა, საერთო ფართობად მითითებულია 22528.6 კვ.მ ნაცვლად 24153.47 კვმ-სა. სამსახურმა 2017 წლის 30 მარტის №AR1491243 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა გაასწოროს სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მიუთითოს 15021.6 კვ.მ ნაცვლად 14054.6 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობად მიუთითოს 2738.48 კვ.მ ნაცვლად 2108.6 კვმ-სა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მიუთითოს 429.6 კვ.მ ნაცვლად 534.4 კვ.მ-სა, კომერციული ფართობად მიუთითოს 2406.31 კვ.მ ნაცვლად 2206.2 კვ.მ-სა, დამხმარე ფართობად მიუთითოს 2313.18 კვ.მ ნაცვლად 2175.3 კვ.მ-სა, საერთო ფართობად მიუთითოს 24153.47 კვ.მ ნაცვლად 22528.6 კვმ-სა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მიეთითოს 15021.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობად მიეთითოს 2738.48 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მიეთითოს 429.6 კვ.მ, კომერციული ფართობად მიეთითოს 2406.31 კვ.მ, დამხმარე ფართობად მიეთითოს 2313.18 კვ.მ, საერთო ფართობად მიეთითოს 47 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 აპრილის №1857818 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 აპრილი, 2017გადაწყვეტილება3181838 - თანხმობა
- 30 მარტი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- GLDANIS kor gegma.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა