ქალაქი თბილისი , დასახლება საბარგო , ქუჩა მიქელაძე , N 6
დამკვეთი
- სახელი
- ქეთევან მთიულიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405160374
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.08.074.017
- მესაკუთრე
- გოჩა კახიანი (P/N: *********28)
- ფართობი
- 349 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.08.074.017საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1493763
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 18 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 აპრილი, 2017ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1493763 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, საბარგოს დასახლება, მიქელაძის ქ. #6-ში (ს/კ #01.17.08.074.017) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ასლს, ასევე გსურთ წარმოების დაწყების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვა. პასუხად გაცნობებთ, რომ 2017 წლის 15 თებერვალს #3098949 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ისანი, დასახლება საბარგო , ქუცა მიქელაძე N6, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.17.08.074.017), შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, საბარგოს დასახლება, მიქელაძის ქ. #6-ში (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით, წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტი გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მისი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. გიგზავნით #3098949 ბრძანების და მასზე თანდართული დოკუმენტაციის ასლებს. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა შეიტანოთ ასლის გადაღების მოსაკრებელი - 2 ლარის და 50 თეთრის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაიტანოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულიდან (მე-4 სივრცე), შეტყობინების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს, გატანის დროს საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანართი: 1 ალბომი. გადასახდელი თანხის რეკვიზიტებია: 1. მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 2. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 3. ბანკის კოდი: TRESGE22 4.ანგარიშის ნომერი: 200122900 5.სახაზინო კოდი: 300773173 6. გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. (#AR1493763 06.04.2017წ.)
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- image****-**-**-****34.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა