ქალაქი თბილისი , შესახვევი მთაწმინდა , N13
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 3220765
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 აპრილი, 2017
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნანა ხუციშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404453462
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.05.057.006
- მესაკუთრე
- ზურაბი იაშაღაშვილი (P/N: *********36)
- ფართობი
- 596 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.05.057.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1494468
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 აპრილი, 2017
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 16 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 აპრილი, 2017ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1494468 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქალაქ თბილისში , #01.15.05.057.006 საკადასტრო ერთეულზე მიმდინარე მშენებლობას და ითხოვთ ნებისმიერი განცხადების შემოსვლის შემთხვევაში ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში , შესახვევი მთაწმინდა , #13 #01.15.05.057.006 საკადასტრო ერთეულზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სამსახურის მიერ გაცემულია შემდეგი აქტები: 2015 წლის 30 დეკემბერს #2354982 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 2016 წლის 9 ივნისის #2636282 ბრძანებით შეთანხმდა არსებული შენობა–ნაგებობების დემონტაჟის პროექტი. 2016 წლის 23 ივნისის #2669933 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 30.12.2015 წ. #2354982 ბრძანებით დამკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ: დაფიქსირებული იქნა ფუნქციური ზონა– საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5); 2016 წლის 12 ივლისის #2706114 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2016 წლის 8 სექტემბრის #2822764 ბრძანებით გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა. 2016 წლის 17 ოქტომბრის #2893316 გადაწყვეტილებით გაიცა არსებული შენობა–ნაგებობების დემონტაჟის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი დემონტაჟის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. 2017 წლის 21 მარტის #3159604 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 ივლისის #2706114 ბრძანებაში და შეთანხმებული პროექტის გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 17 მარტის #AR1486384 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული გეგმებით. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ამასთან გაცნობებთ, რომ ქ.თბილისში, #01.15.05.057.006 საკადასტრო ერთეულზე, ერთეულზე (თქვენს მიერ რუკაზე მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით, წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. დამატებით გაცნობებთ, აღნიშნული ობიექტის სამშენებლო განვითარებასთან დაკავშირებით თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 აპრილი, 2017გადაწყვეტილება3220765 - თანხმობა
- 10 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- [number].pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა