OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი "ა" , ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ., (ნაკვეთი N18/73)

AR1495151სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 აპრილი, 2017- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
3230164
გადაწყვეტილების თარიღი
27 აპრილი, 2017
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
25 აპრილი, 2016 – 25 აპრილი, 2018
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკა გიგაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
200281239

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.018.073
მესაკუთრე
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "გლდანი - 999"
ფართობი
5 503 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1495151
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 აპრილი, 2017
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
15 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აპრილი, 2017გადაწყვეტილება3230164 - თანხმობა
  2. 27 აპრილი, 2017ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2017 წლის 12 აპრილის № AR1495151 განცხადებით მომართა მოქ. ნიკა გიგაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებით შეთანხმდა: ქ. თბილისში, გლდანი , მიკრო/რაიონი "ა" , ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ., (ნაკვეთი N18/73), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: №01.11.12.018.073, მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 აპრილიდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტის ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მითითებულია 14993.4 კვ.მ. ნაცვლად 15021.6 კვ.მ-სა, საზაფხულო ფართობად მითითებულია 2662.3 კვ.მ. ნაცვლად 2738.48 კვ.მ-სა, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მითითებულია 738.5 კვ.მ. ნაცვლად 429.6 კვ.მ-სა, კომერციულ ფართობად მითითებულია 2405.3 კვ.მ. ნაცვლად 2406.31 კვ.მ-სა, დამხმარე ფართობად მითითებულია 2368.4 კვ.მ. ნაცვლად 2313.18 კვ.მ.-სა, საერთო ფართობად მითითებულია 24412.2 კვ.მ, ნაცვლად 24153.47 კვ.მ-სა. სამსახურმა 2017 წლის 12 აპრილის № AR1495151 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად მიეთითოს 15021.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობად საზაფხულო ფართობად მიეთითოს 2738.48 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად მიეთითოს 429.6 კვ.მ, კომერციულ ფართობად მიეთითოს 2406.31 კვ.მ, დამხმარე ფართობად მიეთითოს 2313.18 კვ.მ, საერთო ფართობად მიეთითოს 24153.47 კვ.მ. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 25 აპრილის №2564216 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 12 აპრილი, 2017ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა